ზაგრებში გამართულ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების წარმატებებზე ლაპარაკობს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი;
ხელბურთი დაიბრუნებს მოწინავე პოზიციებს, დარწმუნებულია ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე.
გადაცემის ბოლოს კი რადიომსმენელებს შევახსენებთ ქუთაისის „ტორპედოს“, ქართული ფეხბურთის სახელოვანი წარმომადგენლის, ჯემალ ხერხაძის, სპორტულ ბიოგრაფიას (ორი დღის წინ ქუთაისი დაემშვიდობა თავის ღირსეულ მოქალაქესა და პიროვნებას).