Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად ვადევნოთ თვალი საარჩევნო დარღვევებს


არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარი დარღვევების რეალურ დროში აღსარიცხად რამდენიმე პლატფორმა ფუნქციონირებს.

- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განახლებადი ბლოგი

14:00-15:00 - დმანისის #32, 2, 10, 20 უბნებზე ჩვენმა დამკვირვებლებმა კენჭისყრის შენობის გარეთ დააფიქსირეს ფულის გადაცემის ფაქტები. ჩვენი მობილური ჯგუფის მანქანის ნომრის შესახებ სავარაუდოდ წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, ვინაიდან მიახლოებისთანავე ეს ადამიანები ერთმანეთს ეუბნებოდნენ “მოვიდნენო” და იშლებოდნენ. ამასთანავე, ჩვენმა დამკვირვებლებმა შენიშნეს, რომ მათ პოლიციის ფორმიანი ადამიანები სამოქალაქო მანქანით დაჰყვებოდნენ უკან.

14:47- ქუთაისის #47 უბანზე ამომრჩეველს მისცეს ბიულეტენი ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე, ხმის მიცემის შემდეგ მიხვდნენ შეცდომას, გამოართვეს ბიულეტენი, ნახეს, თუ ვის სასარგებლოდ ჰქონდა ამომრჩეველს ხმა მიცემული და გააფუჭეს ბიულეტენი. ამ ქმედებით ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.

13:05 - სამტრედიის #16 უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რომლის დროსაც ამომრჩეველმა ჩაამთვრია მინა და ამომრჩველთა სამაგიდო სიის დაზიანებას შეეცადა. კომისიის თავმჯდომარემ პატრული გამოიძახა. ინციდენტის ამოწურვის შემდეგ უბანზე ხმის მიცემის პროცესი განახლდა.

- არჩევნების პორტალი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს სურვილის შემთხვევაში თავადაც განათავსონ რუკაზე ის დარღვევა, რომელსაც არჩევნების მსვლელობისას დააფიქსირებენ.

დღის 16:00 საათისთვის განთავსებულია 43 დარღვევა.

- პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" მიერ შექმნილი დარღვევების რუკა, სადაც დღის 16:15 საათისთვის 1005 დარღვევაა დაფიქსირებული.

XS
SM
MD
LG