Accessibility links

პერსპექტივა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსლან კუტაევი: ჩემი აზრით, კრემლში ხელისუფლება სუსტდება

რუსლან კუტაევი: ჩემი აზრით, კრემლში ხელისუფლება სუსტდება


გროზნო
გროზნო

2014 წლის 18 თებერვალს, როცა ჩეჩენთა გადასახლების 70-ე წლისთავი ახლოვდებოდა, გროზნოში გაიმართა მომცრო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ჩეჩენი ხალხის დეპორტაცია“. სულ რამდენიმე დღეში კონფერენციის ორგანიზატორი დააკავეს. გაიმართა სასამართლო პროცესი, რაც მისთვის პატიმრობის მისჯით დასრულდა. ბრალდება? - ნარკოტიკების შენახვა. ცნობილმა ჩეჩენმა პოლიტოლოგმა და უფლებადამცველმა რუსლან კუტაევმა ორი წელი დაყო ციხეში.

რუსლან კუტაევი: გულახდილად რომ გითხრათ, ჩემამდე არ ყოფილა პრაქტიკა, რომ ვინმე დაეჭიროთ და შემდეგ ციხეში ჩაესვათ პოლიტიკური მოტივით. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, არსებითად მზად ვიყავი იმისთვის, რომ უბრალოდ შეეძლოთ ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია. ამისთვის მზად ვიყავი. მაგრამ არ მეგონა, რომ დამიჭერდნენ და მერე გამასამართლებდნენ. უარესს მოველოდი“.

კობა ლიკლიკაძე: რატომ დაგაპატიმრეს სინამდვილეში? უფრო ზუსტად, რატომ არის გროზნოს ხელისუფლება ასე დაინტერესებული, რომ ჩეჩენთა დეპორტაციის თემაზე არ ჩატარდეს ასეთი სამეცნიერო კონფერენციები?

რუსლან კუტაევი: შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო. ვფიქრობ, რომ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლება ცდილობდა ეჩვენებინა ცენტრის მიმართ ძალიან სერიოზული ლოიალობა. ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლიდან წამოსული იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მითითება და იყო მცდელობა, თანდათან მიეჩვიათ ჩეჩნები, დაევიწყებინათ ეს ტრაგიკული თარიღი - ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლება 1944 წელს. უნდა გვახსოვდეს, რომ 2014 წელს იმ დღეებში სოჭში უნდა ჩატარებულიყო ზამთრის ოლიმპიადა, რომლისთვისაც ხელი არ უნდა შეეშალა რაღაც გამოსვლებს, მასობრივ თავყრილობებს, რადგან გამახვილებული იყო ჟურნალისტებისა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება.

არასოდეს გამიგია, რომ ჩეჩნებს ამ აქტში ქართველები დაედანაშაულებინათ. ეს არასოდეს მომხდარა! მეტსაც გეტყვით. ჩეჩნების დეპორტაციის შემდეგ ქართველების ნაწილი ჩაასახლეს ჩეჩნეთის მთიან სოფლებში, სადაც დარჩა შინაური ცხოველები. და აი, ქართველები იყვნენ ერთადერთი ხალხი, რომელმაც გადასახლებიდან დაბრუნებულ ჩეჩნებს დაუტოვა ეს შინაური ცხოველები, ბოდიში მოიხადა და საქართველოში წავიდა.

კობა ლიკლიკაძე: როგორც ცნობილია, საგანგებო ნებართვა არის საჭირო იმისათვის, რომ გაეცნო არქივებს, საარქივო მასალებს 1944 წელს ჩეჩენთა გადასახლების შესახებ. მართლაც ასე რთულია არქივების ნახვა ახლაც საგანგებო ნებართვის გარეშე?"

რუსლან კუტაევი: არა, რა თქმა უნდა, საგანგებო ნებართვის გარეშე ეს შეუძლებელია, რადგან აქამდე ყველაფერს ადევს საიდუმლო გრიფი. ეს არის სამხედრო საიდუმლო, დეტალებს ჩვენ არავინ გვაკარებს. სიმართლე რომ ითქვას, საბოლოო ჯამში, ვიცით მხოლოდ ის, რასაც ჩვენი მშობლები, ჩვენი უფროსი თაობა გვიამბობდა. ვიცით, თუ როგორ გვასახლებდნენ, როგორ გვყრიდნენ ტრანსპორტში, როგორ გვკლავდნენ, გზად როგორ მასობრივად იხოცებოდნენ მოხუცები, ქალები, ბავშვები, ყველაზე სუსტები. ხოლო მიზეზი, სიღრმისეული მოტივი, თუ რით იყო ეს დეპორტაცია განპირობებული და რა კალაპოტში სურდათ, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის მიმართვა, - ამ შეკითხვებს დღემდე არ გასცემია პასუხი.

კობა ლიკლიკაძე: რუსლან, ჩვენს საუბარს უყურებენ და უსმენენ საქართველოში. ცნობილია, რომ ეთნიკური ჯგუფების დეპორტაციის მთავარი იდეოლოგი იყო საბჭოთა ბელადი, ქართული წარმომავლობის იოსებ სტალინი, შემსრულებლები კი - ბერია და გვიშიანი. როგორ იხსენებენ ამას? ამ ერთგვარ ქართულ კვალს ჩეჩენთა ტრაგედიაში?

რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩეჩნები მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ და ჩეჩენთა განწყობა შეიცვალა. მათი ასეთი გააქტიურება, ჩემი აზრით, უკავშირდება იმას, რომ კრემლში ხელისუფლება სუსტდება. ისინი ხედავენ, რომ რუსეთის მმართველ დონეზე მალე დაიწყება ცვლილებები, განახლება, ხელისუფლების ცვლა.

რუსლან კუტაევი: იცი, კობა, შემიძლია მივულოცო ჩეჩენ ხალხსა და ჩეჩნეთს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში - მე 60 წელს გადავცდი - არასოდეს გამიგია, რომ ჩეჩნებს ამ აქტში ქართველები დაედანაშაულებინათ. ეს არასოდეს მომხდარა! მეტსაც გეტყვით. ჩეჩნების დეპორტაციის შემდეგ ქართველების ნაწილი ჩაასახლეს ჩეჩნეთის მთიან სოფლებში, სადაც დარჩა შინაური ცხოველები. და აი, ქართველები იყვნენ ერთადერთი ხალხი, რომელმაც გადასახლებიდან დაბრუნებულ ჩეჩნებს დაუტოვა ეს შინაური ცხოველები, ბოდიში მოიხადა და საქართველოში წავიდა. ამიტომ - რახან, როგორც კავკასიის ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელმა, კარგად ვიცი ჩეჩნებისა და ქართველების განწყობა - შემიძლია ვთქვა, რომ ჩეჩნებს ყველაზე თბილი მოგონებები აქვთ ქართველებზე და ჩეჩნებს საუკეთესო დამოკიდებულება აქვთ ქართველების მიმართ.

კობა ლიკლიკაძე: რუსლან, თქვენ სკაიპის საშუალებით პირდაპირ ჩეჩნეთიდან ლაპარაკობთ. რამდენად სახიფათოა თქვენთვის ასე გულახდილი საუბარი ჩეჩენთა დეპორტაციაზე?

რუსლან კუტაევი: უნდა ითქვას, რომ წელს - და აქ სხვადასხვა ვერსია არსებობს - შეიმჩნევა მეტი შემწყნარებლობა ხელისუფლების მხრიდან. სხვადასხვა ადამიანი ამას სხვადასხვაგვარად ხსნის. პირადად ჩემი შეფასებით, კრემლის შესაბამისი სამსახურები აკვირდებოდნენ ვითარებას, ხედავდნენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის თუ რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩეჩნები მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ და ჩეჩენთა განწყობა შეიცვალა. მათი ასეთი გააქტიურება, ჩემი აზრით, უკავშირდება იმას, რომ კრემლში ხელისუფლება სუსტდება. ისინი ხედავენ, რომ რუსეთის მმართველ დონეზე მალე დაიწყება ცვლილებები, განახლება, ხელისუფლების ცვლა. აქედან გამომდინარე, ჩეჩნები - არ ვიტყოდი, რომ უფრო მოურიდებლად, მაგრამ - უფრო გულახდილად, ღიად მოქმედებენ. და როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ შეუძლებელია შეაჩერო ჩეჩნების მიერ დეპორტაციის ახლებურად გააზრების ტალღა, სწორედ ამის შემდეგ გამოავლინეს მეტი შემწყნარებლობა“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG