Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიეთილენის პარკის საფრთხე, აკრძალვა და ალტერნატივა


ქუთაისი
ქუთაისი

ბიოლოგი ნონა მებურიშვილი, უკვე რამდენიმე წელია, საყიდლებზე ნაჭრის ჩანთით დადის, სურსათს თავის ჩანთაში აწყობს და, როგორც ამბობს, გამყიდველების გაკვირვებასაც ხშირად იწვევს. თუ სხვა მომხმარებლები ძირითადად ითხოვენ ყველა პროდუქტის ცალ-ცალკე შეფუთვას, ნონა ცდილობს პროდუქტი პოლიეთილენის პარკში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოათავსოს. ნონა მებურიშვილი ამბობს, რომ პროდუქტებისთვის მრავალჯერადი ნაჭრის ჩანთის გამოყენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაეცნო ინფორმაციას ერთჯერადი პოლიეთილენის პარკისგან მომდინარე ზიანის შესახებ და გაიაზრა, თუ რა უარყოფითი შედეგები მოაქვს მას გარემოსთვის. ნონას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს თავისი დამოკიდებულება გარშემო მყოფებსაც გადასდოს, უმეტესობა ამისთვის ჯერ მზად არ არის.

გადმოწერა

საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. იმის გასარკვევად, რომ პარკი ბიოდეგრადირებადია, მასზე დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია პარკის სისქის, შემადგენლობისა და მწარმოებლის შესახებ.

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ერთი მოქალაქე წელიწადში მოიხმარს 500-ზე მეტ ერთჯერად პოლიეთილენის პარკს, მის ბიოდეგრადირებას კი საუკუნეზე მეტი დრო სჭირდება. გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით, საქართველოში 1 ოქტომბრიდან აიკრძალა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის, განსაკუთრებით მსუბუქი პოლიეთილენის პარკის წარმოება, გამოყენება და იმპორტი. მომავალი წლის 1 აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკის გამოყენება და წარმოება. შესაბამისად, დაშვებული იქნება მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ქუთაისი
ქუთაისი

მეცნიერთა კავშირის სპექტრის ხელმძღვანელი, ეკოლოგი ქეთევან ცხაკაია უკვე ამოქმედებულ აკრძალვას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ პოლიეთილენის პარკის მოხმარების შეზღუდვასთან ერთად უცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ქეთევან ცხაკაიას განმარტებით, პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ნარჩენთან ერთად, გარემოს ყველაზე დიდი დამაბინძურებელია, რადგან მდგრადობას ინარჩუნებს განსაკუთრებით დიდხანს. ქეთევან ცხაკაიას თქმით, აუცილებელია პოლიეთილენის პარკები ჩანაცვლდეს განახლებადი ბუნებრივი რესურსით - ქაღალდით ან სხვა ალტერნატიული, ბიოდეგრადირებადი მასალით.

საქართველოს ტერიტორიაზე პოლიეთილენის პარკების წარმოებაზე, რეალიზაციასა და იმპორტზე ზედამხედველობა კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებს ევალებათ. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ზვიად ჯავახიას თქმით, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების იმპორტსა და წარმოებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტორს შემოსავლების სამსახური, რეალიზაციაზე კი - ადგილობრივი თვითმმართველობა. ზვიად ჯავახიას განცხადებით, ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი წესების შესახებ ზედამხედველობის სამსახურის მიერ ინფორმირებულნი არიან მაღაზიები და პოლიეთილენის პარკების ბითუმად შემომტანები.

ქუთაისი
ქუთაისი

რადიო თავისუფლებას ქუთაისის რამდენიმე მაღაზიაში უთხრეს, რომ ინფორმაცია 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკის აკრძალვის შესახებ წერილობით მიიღეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისგან, თუმცა სასურველი იყო ეს სცოდნოდათ აკრძალვის ამოქმედებამდე რამდენიმე კვირით ადრე. როგორც ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის მენეჯერი დოდო კუპრაშვილი გვეუბნება, ის ახალ წესს დაემორჩილა, მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტომბრამდე შეიძინა რამდენიმე კვირის სამყოფი ერთჯერადი პოლიეთილენის პარკები.

აკრძალვის შესახებ ინფორმაციის წერილობით და სიტყვიერად მიღებას ადასტურებენ სურსათისა და პოლიეთილენის პარკების საბითუმო მაღაზიებშიც, თუმცა მოვაჭრეთა ნაწილისთვის გაურკვეველია, კონკრეტულად რომელი პარკი აიკრძალა. მაღაზიებში დასაქმებულთა ნაწილი იმასაც ამბობს, რომ პროდუქტის შესაფუთად სქელი პარკების ყიდვას ვერ ახერხებენ, რადგან საბითუმო მომწოდებლებს მათი შემოტანა ჯერ არ დაუწყიათ და იძულებულნი არიან მომხმარებელს სხვა პარკით მოემსახურონ, რაც პროდუქტს 5 ან 10 თეთრით აძვირებს. ამასთან, მყიდველები ხშირად დამატებით პარკს ითხოვენ, რაც ზოგჯერ უკმაყოფილების მიზეზიც ხდება.

ახალი ტექნიკური რეგლამენტის დამრღვევი მეწარმე სუბიექტი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი 1000 ლარით და პროდუქცია ჩამოეთმევა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ციცინო თურქაძის, განცხადებით, ნაგავსაყრელზე გატანილი ნარჩენის დიდი ნაწილი სწორედ პოლიეთილენის პარკია, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შეუქცევად პროცესს იწვევს და აუცილებელია პროდუქტის საყიდლად წასული მომხმარებელი დაფიქრდეს, თუ რა რაოდენობის ამგვარ ნარჩენს წარმოქმნის.

უკვე მეოთხე დღეა, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. იმის გასარკვევად, რომ პარკი ბიოდეგრადირებადია, მასზე დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია პარკის სისქის, შემადგენლობისა და მწარმოებლის შესახებ. ახალი ტექნიკური რეგლამენტის დამრღვევი მეწარმე სუბიექტი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი 1000 ლარით და პროდუქცია ჩამოეთმევა.

XS
SM
MD
LG