Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოქრო ჩავაბარე და ისე გადავიხადე ვალი“ - საცალო ვაჭრობის ობიექტის მეპატრონე კახეთიდან


საცალო და საბითუმო მაღაზიების მფლობელები, რომლებიც კორონავირუსის გამოქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების გამო 21 მარტიდან ვეღარმუშაობენ, ბიზნესის გაკოტრების საფრთხეზე ალაპარაკდნენ. ასეთი მაღაზიები, თითქმის თვე-ნახევარია, დაკეტილია. მფლობელები ამბობენ, რომ დაკარგეს შემოსავლისწყარო, ვერ იხდიან იჯარის საფასურს და კომუნალურ გადასახადებს.

ციური შავაძე კახეთში ერთ-ერთია მათ შორის, ვინც თავს დაზარალებულად მიიჩნევს. მას ტანსაცმლის მაღაზია აქვს და ყოველდღე მიდის სავაჭრო ობიექტთან იმ იმედით, რომ იქნებ წინა თვეებში ნისიად გაყიდული საქონლის ვალი მაინც დაუბრუნონ. ამბობს, რომ თავის დროზე საბანკო შეღავათებზე უარი თქვა, რადგან არ მოელოდა, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა. ამიტომ კრედიტი რომ დაეფარა, ოქროს სამკაულების გაყიდვა მოუხდა.

ციური შავაძე
ციური შავაძე

ციური შავაძე ფიქრობს, რომ იმ მაღაზიების დახურვა, სადაც ხალხმრავლობა არასდროს ყოფილა, არ იყო სწორი გადაწყვეტილება.

„ჩვენთვისაც ნება რომ მოეცათ, მაღაზიაში ერთზე მეტ ადამიანსარ შევუშვებდი და, ისიც, პირბადის გარეშე. დავიცავდი დისტანციასაც. არ ვიცი, რისთვის დამიკეტესმაღაზია, მაშინ როცა ხალხი სასურსათო მაღაზიებსა და ბანკებში ყირაზე გადადის. ისინი არ იცავენ წესებს. მაქვს ბანკის ვალი და რომ ვერ ვვაჭრობდი, ოქრო ჩავაბარე და ასე გადავიხადე ვალი. მე არც გაზის გადასახადიდან განვთავისუფლდი დაარც დენის გადასახადიდან, რადგან 200 კუბურ მეტრზე მეტი დავწვი.ახლა მთელი დღე ვზივარ მაღაზიის წინ, რომ იქნებ ვინმემ ვალი მომიტანოს“.

დაზარალებულთა შორის არის მარინა სულაშვილიც. მას ლაგოდეხში სათამაშოების მაღაზია აქვს. ამბობს, რომ, სასურსათო მაღაზიების მსგავსად, მათთვისაც უნდა დაეწესებინათ რეგულაციები და მუშაობა არ უნდა შეეჩერებინათ. მარინა ამბობს, რომ ყველა პირობას დაიცავენ, თუკი მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ.

„მე მაქვს სათამაშოების მაღაზია. მქონდა ყოველდღიური შემოსავალი, თუმცა მას შემდეგ, რაც იძულებით დაგვაკეტინეს ობიექტი,შემოსავლის გარეშე დავრჩით.ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ მოგვცენ ვაჭრობის უფლება. დავიცავთ დისტანციასაც და ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს. ძალიან დავიღალეთ. მე კერძო იპოთეკართან მაქვს სესხი, თუმცა ამ მომენტისთვის ვალს ვერ ვიხდი. დანაზოგიც აღარ გვაქვს და ასე დავრჩით ცარიელი. ველოდებით გაგვხსნან და დავიწყოთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა“.

კიდევ ერთი დაზარალებული მანანა ბლიაძეა. მას ოჯახის წევრებთან ერთად ლაგოდეხში „მეორადი ფეხსაცმლის“ მაღაზია აქვს. ზამთრის ფეხსაცმლის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, გასაყიდი დარჩა. უთხრეს, რომ 25 მაისამდე მუშაობას ვერ დაიწყებს. მანანა ბლიაძე ახლა ზარალს ითვლის და იმედოვნებს, რომ მუშაობის განახლების თარიღი აღარ გადაიწევს.

წარწერა ერთ-ერთ დახურული მაღაზიის კარზე.
წარწერა ერთ-ერთ დახურული მაღაზიის კარზე.

ტანსაცმლის, სათამაშოებისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გარდა, დახურული რჩება სამშენებლო-საყოფაცხოვრებო საქონლის, ტექნიკის მაღაზიები, ასევე სილამაზის სალონები. მომხმარებელთა ნაწილი კი უკმაყოფილოა, რომ საჭირო ნივთებს ვერ ყიდულობს და ვერ იღებს მომსახურებას.

საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ქვეყანა სწორედ ამ გზით გეგმავს კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები მოხსნას. სამთავრობო გეგმით, 25 მაისსშეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპი უნდა დაიწყოს და სწორედ ამ პუნქტში წერია, რომ საცალო დასაბითუმო მაღაზიებს მუშაობის განახლება შეეძლებათ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG