21 ივნისს თბილისში იხსნება მუსიკალური ფესტივალი „ოფენ ეარი“, იხსნება სლოგანით „მუსიკა ათავისუფლებს“. რადიო თავისუფლების სტუმრის, ფესტივალის ორგანიზატორ დავით ცინცაძის თქმით, „ოფენ ეარი“ აუცილებლად გამოხატავს თავის პოზიციას თბილისში მიმდინარე მოვლენების მიმართ და კიდევ ერთხელ გაახსენებს საზოგადოებას, რომ ეს მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს მეათედ ტარდება, ყოველთვის უჭერდა მხარს მრავალფეროვნებასა და თავისუფლებას.
დავით ცინცაძე გვიამბობს წლევანდელი „ ოფენ ეარის“ სტუმრებზე, აღნიშნავს, რომ ფესტივალი კვლავაც იქნება თავისუფალი სივრცე განსხვავებული მუსიკის მოყვარულთათვის, გვიამბობს ჰედლაინერებზე, რომელთაც მოვუსმენთ წლევანდელ „ოფენ ეარზე“.