საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პირველივე გამართულ სხდომაზე სწორედ კარანტინის გამო დაწესებული შეზღუდვების კონსტიტუციურობაზე იმსჯელეს.
საკონსტიტუციო სარჩელით მარნეულში მცხოვრები მოქალაქე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გამოდის. მოსარჩლე გიორგი ჭაუჭიძე სხდომას არ ესწრებოდა, რადგან იგი მარნეულშია და გამოცხადებული სრული კარანტინისგამო გადაადგილება ეკრძალება. სასარჩელო მოთხოვნაში კი მას გასაჩივრებული აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილება „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებები“. მოსარჩლე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას ისე, რომ დაცული არ არის ამ უფლებაში ჩარევის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები. მისივე მოსაზრებით, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განმტკიცებულ მიმოსვლის თავისუფლებას.
მოასარჩლის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავსპარტია “გირჩის” იურისტი, ლევან ჯგერენაია. სასამართლო სხდომაზე თავის სიტყვაში მან თქვა, რომ როცა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით საქაღთველოს მთავრობას მიენიჭა კარანტინისა და იზოლაციის წესების დადგენის უფელბამოსილება, ეს დეკრეტი პარლამენტმა ისე დაამტკიცა, რომ არ უმსჯელია რა ფარგლებში შეეძლო მთავრობას უფლებების შეზღუდვა:
„როცა ეს ეხება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვას, მნიშვნელოვანია, რომ ეს გააკეთოს პარლამენტმა და იგი იყოს პოლიტიკური დებატების შედეგი და არ იყოს მთავრობის მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ხოლო თუ ასეთ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ასეთ შემთხვევაში არ არსებობს მყარი გარანტია იმისა, რომ ადამიანები შეძლებენ საკუთარი უფლებების ეფექტურად დაცვას“.
მოსარჩლე მხარის ინტერესების დამცველი ლევან ჯგერენაია მიიჩნევს, რომ მსგავსი უფლებების შეზღუდვა საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაა. მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობა ასეთია: საქართველოს მთავრობამ თავად დაადგინა, თუ როგორ შეეზღუდა წესები და დასჯის მექანიზმიც თავადვე მოიფიქრა, ამას კიმოსარჩლე მხარე ანტიკოსნტიტუციურად მიიჩნევს.
„მაგალითად, დღეს შეიძლება დაისვას კითხვა: საქართველოს მთავრობას აქვს თუ არა უფლებამოსილება ადამიანები ოთახში გამოკეტოს 24 საათის განმავლობაში და არ გამოუშვას ისინი? ანუ, თუ ამ ზოგადი ჩანაწერით ჩვენ ჩავთვლით, რომე ესაა სრული უფლებამოსილების გადაცემა, მაშინ ისმის კითხვა: საქართველოს მთავრობას ექნებოდა თუ არა ასეთი უფლება? ამ ვითარებაში პარლამენტს სათითაოდ უნდა ემსჯელა კონკრეტული შეზღუდვის შესახებ, რომელიც დაწესდა მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვისა და კომენდანტის გამოცხადების დროს.ეს კი დეკრეტით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული“, - თქვა მოსარჩლე მხარის იურისტმა, ლევან ჯგერენაიამ
მთავრობის ინტერესებს საკონტიტუციო სასამართლოშიქეთევან კრაწაშვილი იცავს. განხილვის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავრობის გასაჩივრებული დადგენილება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, მოსარჩლე მხარეს კი, მისი აზრით,საწინააღმდეგო არგუმენტები არ აქვს:
„არც მატერიალური და არც ფორმალური თვალსაზრისით, არსებითი ხასიათის და შინაარსობრივად რაიმე ლოგიკის შესაბამისი არ არის წარმოდგენილი სარჩელში. შესაბამისად, სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს. მოსარჩლე მხარე არ იცნობს სათანადოდ იმ კონსტიტუციურ სამართლებრივ არქიტექტურას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში მოქმედებს მმართველობის მოდიფიცირებული მოდელის სახით. არ იცნობს დეკრეტის შინაარსს, რომელიც ძალიან კონკრეტულია. შესაბამისი ფარგლებით არის შეზღუდული მთავრობის ყველა მოქმედება, რომელიც მთავრობის მიერ არის განსახორციელებელი. არ იცნობს ასევე შესაბამის კანონმდებლობას, რომელიც მხოლოდ დეკრეტით არ სრულდება საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში კი, საკონსტიტუციო სარჩელი დაუსაბუთებელია“, უთხრა მთავრობის წარმომადგენელმა, ქეთევან კრაწაშვილმა, ჟურნალისტებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მოქალაქის სარჩელის არსებითი განხილვა დასრულდა. ამის შემდეგ სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, თუმცა როდის იქნება ეს, ცნობილი არ არის. მოქალაქის მიერგასაჩივრებული ნორმები, რომლებიც მარნეულსა და ბოლნისში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს ეხება, ორშაბათიდან უნდა გაუქმდეს.
საკონსტიტუციო სასამართლოში საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით სულ 5 სარჩელი შევიდა. ყოველ მათგანში გასაჩივრებულია საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული აქტები. მოსარჩლეთა ნაწილი მოქალაქეები არიან, ნაწილი კი - ორგანიზაციები. სასამართლომ უარი თქვა განეხილა ხუთიდან ერთი სარჩელი, რომელშიც გასაჩივრებული იყო ქუჩაში სამზე მეტი პირის შეკრებისთვის დაჯარიმების უფლება,