რუსეთ-საქართველოს ომის მეთერთმეტე წლისთავზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა ბრიტანულ ინტერნეტ-გამოცემას, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს.“ მან კიდევ ერთხელ ახსნა თავისი ქმედებები ომამდე და ომის დროს. მაგრამ ძირითადი, რითაც ინტერვიუმ ყურადღება მიიქცია, ზოგადად დასავლეთის მიმართ მკაცრი ტონი იყო.
კერძოდ, მისი სიტყვებით, დასავლეთი თვითონ არ აკეთებს იმას, რასაც სხვას უქადაგებს; დასავლელი ლიდერები ქედმაღლურად უყურებენ საქართველოს მსგავს პერიფერიულ ქვეყნებს - მათი განწყობის დასახასიათებლად მან სიტყვა „კოლონიურიც“ კი იხმარა. რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, რომელმაც ცენტრალური როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში, მას მან „კლოუნი“ და „არაკომპეტენტური“ უწოდა.
რით ავხსნათ ასეთი ხისტი შეფასებები? რამდენად ეხამება ისინი იმ პოლიტიკოსის იმიჯს, ვინც საქართველოს პრო-დასავლურ კურსს განასახიერებს?
ის ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ძალაუფლებისკენ სწრაფვამ, რაც, თავისთავად, პოლიტიკოსისთვის სრულიად ბუნებრივია, რეალობის შეგრძნება დააკარგვინა. სამწუხაროდ, სააკაშვილი მარგინალიზაციისკენ მიმავალ გზას დაადგა.
თუ სააკაშვილს მოქმედ პოლიტიკოსად განვიხილავთ, ინტერვიუ პრობლემურია. „ნაციონალური მოძრაობის“, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის მრავალი მხარდამჭერი მის ყოველ სიტყვას უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებად აღიქვამს. რუსული პროპაგანდის მთავარი მიზანი დასავლეთის დისკრედიტაციაა, რიგითი ადამიანის თავში იმ აზრის ჩაჭედებაა, რომ სინამდვილეში დასავლეთს საქართველო არაფერში აინტერესებს, ამიტომ ჩვენი ხსნა მხოლოდ იმაშია, რომ ჩრდილოელი მეზობლის კეთილ ნებას მივენდოთ. სააკაშვილის ზოგი გამონათქვამი ამ თეზისის დადასტურებად შეგვიძლია გავიგოთ.
ყოფილი პრეზიდენტის ტონის შეცვლა შეიძლება იმას დავუკავშიროთ, რომ მან, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, დასავლეთის მხარდაჭერა მთლიანად დაკარგა. ამის მიზეზი ის კი არაა, რასაც ის 2008 წლის აგვისტოში აკეთებდა (თუმცა ხშირად ამისთვისაც აკრიტიკებენ), არამედ უკრაინასა და საქართველოში ბოლო წლების არაადექვატური ქმედებები. თავისთავად, ერთდოულად ორ დაფაზე თამაშის სურვილი მის სერიოზულ პოლიტიკოსად აღქმას ართულებს. რაც უარესია, ორივე ქვეყანაში მან არაპერსპექტიული და სახიფათო ტაქტიკა აირჩია: მუდამ ასხივებს კანონის ფარგლებიდან გასვლის მზაობას და ქუჩის არეულობისკენ მოუწოდებს ხალხს, ვისაც ახალი რევოლუციური სცენარი აშკარად არ ხიბლავს. ის ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ძალაუფლებისკენ სწრაფვამ, რაც, თავისთავად, პოლიტიკოსისთვის სრულიად ბუნებრივია, რეალობის შეგრძნება დააკარგვინა. სამწუხაროდ, სააკაშვილი მარგინალიზაციისკენ მიმავალ გზას დაადგა.
რუსული პროპაგანდის მთავარი მიზანი დასავლეთის დისკრედიტაციაა, რიგითი ადამიანის თავში იმ აზრის ჩაჭედებაა, რომ სინამდვილეში დასავლეთს საქართველო არაფერში აინტერესებს, ამიტომ ჩვენი ხსნა მხოლოდ იმაშია, რომ ჩრდილოელი მეზობლის კეთილ ნებას მივენდოთ. სააკაშვილის ზოგი გამონათქვამი ამ თეზისის დადასტურებად შეგვიძლია გავიგოთ.
მისი მზაობა, დასავლეთი ფარისევლობასა და სხვა ცოდვებში ამხილოს, ფსიქოლოგიურად გასაგებია. მაგრამ როგორ აისახება ეს გამონათქვამები მის პოლიტიკურ მომავალზე? თუმცა, შეიძლება კითხვა სხვანაირადაც დავსვათ: თავად ის რამდენად ხედავს ასეთ მომავალს? იქნებ, გულის სიღრმეში სააკაშვილი უკვე შეეგუა იმას, რომ მისი პოლიტიკური კარიერა ფინალს უახლოვდება.
სულ სხვაა, თუ ინტერვიუს შევხედავთ, როგორც წარსულის პოლიტიკოსის მოგონებებს. მისი შეფასებები გაზვიადებული და მიკერძოებული კია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სრულიად არასწორია. ავიღოთ, მაგალითად, ეს გამონათქვამი დასავლელ ლიდერებზე: „ისინი ყოველთვის პრობლემის გადადებაზე არიან, ყოველთვის სურთ, ან წარსულზე გელაპარაკონ, ან მომავალზე, ოღონდ აწმყოს არ შეეხონ. შარი არავის უნდა, ამიტომ [დასავლელი] პოლიტიკოსების ძირეული ინსტინქტია, პრობლემისგან თავი შორს დაიჭირონ, მას თავი აარიდონ ან თავი მოიკატუნონ, თითქოს პრობლემას ვერ ხედავენ და ის ნამდვილი არაა.“ სიტყვას „ყოველთვის“ აქ ვერ დავეთანხმებოდი, მაგრამ ეს დაკვირვება ძალიანაც გვეხმარება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ახსნაში.
დასავლეთის, ესე იგი ამერიკის და ევროპის, მხარდაჭერის გარეშე, საქართველო დღეს სუვენერული სახელმწიფო არ იქნებოდა. თუ ეს მხარდაჭერა არ გაგრძელდა, ის სუვერენიტეტს მომავალში დაკარგავს. ბრმა უნდა იყო, რომ ეს ვერ დაინახო. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მკვეთრი განცხადებებისა, ამას ის მშვენივრად ხედავს.
მისი მზაობა, დასავლეთი ფარისევლობასა და სხვა ცოდვებში ამხილოს, ფსიქოლოგიურად გასაგებია. მაგრამ როგორ აისახება ეს გამონათქვამები მის პოლიტიკურ მომავალზე? თუმცა, შეიძლება კითხვა სხვანაირადაც დავსვათ: თავად ის რამდენად ხედავს ასეთ მომავალს?
მაგრამ პოლიტიკურად თვალახელილმა ადამიანებმა ისიც უნდა აღიარონ, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნების მხარდაჭერა დასავლეთის ცალსახა პრიორიტეტი არ არის. დასავლეთის ლიდერები - ყველა სხვა პოლიტიკოსების მსგავსად - მუდამ ყოყმანობენ სტრატეგიული პრინციპების დაცვასა და მოკლევადიანი მიზნების დევნას შორის; ისინი შეცდომებს უშვებენ და დიახაც, ხანდახან უხერხული რეალობის იგნორირებას არჩევენ. დიახ, მათმა არათანმიმდევრულობამ ფაქტიურად წაახალისა პუტინი, რომ საქართველოსთვის შეეტია. მაგრამ მხოლოდ დასავლეთის ჩარევის გამო იყო, რომ საქართველომ ამ შეტევას საბოლოოდ გაუძლო.