Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდა - პრობლემები საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს


საოკუაციო ხაზი
საოკუაციო ხაზი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდას საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული მავთულხლართები შუაზე ყოფს. ერთ მხარეს სახლებია დარჩენილი, მავთულხლართებს მიღმა კი - მინდვრები და საძოვრები.

სოფელში ძირითადად ერთწლიანი კულტურები მოჰყავთ და მეცხოველეობას მისდევენ, მაგრამ ბოლო წლებში საქონლის რაოდენობა სულ უფრო მცირდება, რადგან საძოვრებს რუსეთის მესაზღვრეები დაეპატრონენ.

კოდაში მავთულხლართების მშენებლობის დაწყების ეშინიათ

  • სოფელი კოდა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში სადემარკაციო კომისია შეიქმნა.
  • დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორიული პრეტენზიები გამოთქვეს სოფლების ჭვრინისისა და კოდის მიმართ.
  • ახლა კოდაში ყველაზე მეტად რუსეთის მესაზღვრეების გამოჩენისა და ღობეების და მავთულხლართების მშენებლობის დაწყების ეშინიათ.

სოფელს ყველაზე მეტად სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებს და ხშირად მათი მოსავლის რაოდენობა წვიმის მოსვლაზეა დამოკიდებული. ადგილობრივი მოსახლეობა სასმელ წყალსაც წყაროდან ეზიდება.

საძოვრებისა და მინდვრების გარდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთებიც მოექცა, რამაც კოდელების სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. კოდელები ყველაზე მეტად მაინც სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მეათე წელია, ეს პრობლემა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაჭრა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ახალგაზრდები ნორმალური საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო უკვე სოფლიდან გარბიან.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ სოფელ კოდაში ჭაბურღილის მონტაჟის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ახლო მომავალში დასრულდება, ამის შემდეგ კი მთელი სოფელი დაიქსელება და სასმელი წყალი ყველა ოჯახში შევა. სოფელი კოდა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში სადემარკაციო კომისია შეიქმნა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორიული პრეტენზიები გამოთქვეს სოფლების ჭვრინისისა და კოდის მიმართ, სადაც დოლომიტის ბუნებრივი რესურსის კარიერია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ კარიერის მოქცევის შემთხვევაში კოდასთან მისასვლელი გზაც საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდება და სოფელი მთლიანად მოსწყდება დანარჩენ საქართველოს. ახლა კოდაში ყველაზე მეტად რუსეთის მესაზღვრეების გამოჩენისა და ღობეების და მავთულხლართების მშენებლობის დაწყების ეშინიათ.

XS
SM
MD
LG