პრემიერ-მინისტრი ბრიუსელშია. 16 მარტს იგი საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის საბჭოს სხდომას დაესწრო, გუშინ კი ორჯერ შეხვდა ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ითავა.
ამ ფონზე, პირველი ფოტო-ვიდეოსესიის დროს ღარიბაშვილის პოზამ და გამომეტყველებამ ფეისბუკის მომხმარებლები მოლაპარაკებების შინაარსზე მეტად შთააგონა.
- ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შედეგზე ვინც დაფიქრდა, უმცირესობაში არიან.
- სამაგიეროდ, ზოგს ფოტო მარადიულ კითხვებს ახსენებს.
- ზოგი მის მიღმა რელიგიურ მოტივებს ხედავს.
- ზოგი კი ხედავს მსგავსებას ირაკლი ღარიბაშვილს, კიანუ რივზს, მენი მონტანასა და კირსტენ სტიუარტს შორის.
- ზოგს ბავშვობის ტრავმები გაახსენა.
- ზოგი იმაზე დაფიქრდა, რას გრძნობდა პრემიერი შარლ მიშელთან შეხვედრისას.
- ზოგმა იეჭვა, რომ პრემიერი შველას ითხოვს.
- ზოგი გვახსენებს, რომ ცხოვრება შოკოლადის ყუთს ჰგავს, რადგან არასოდეს იცი, რა შეგხვდება…
- ზოგმა კი უბრალოდ „ჩააფოტოშოპა“ ირაკლი ღარიბაშვილი „იმერულ ესკიზებში”.
სტოპ-კადრი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრიდან პირველად „მთავარმა არხმა” გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ფოტოს 4 ათასზე მეტი რეაქცია, ათასზე მეტი კომენტარი და ორასზე მეტი გაზიარება აქვს.