მაშინ ითქვა, რომ ეს ცვლილებები ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო განპირობებული - "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო ერთ-ერთ აქციაზე ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს და თავის არეში მძიმე დაზიანებებით, სახის ძვლების მოტეხილობებით და ტვინის შერყევით ის კლინიკაში მოხვდა. ითქვა ისიც, რომ ეს ცვლილება ამ პარტიაში არსებული ჩრდილოვანი გავლენების გამოხატულება იყო.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ლევან ხაბეიშვილი ჰყვება იმ გამოძიებაზე, რომელმაც მის მიმართ ძალადობის შემთხვევაში დამნაშავეები უნდა იპოვოს, პარტიაში მიმდინარე პროცესებზე და იმაზეც, რა მოლოდინები აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მისი პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტია დატოვა და 26 ოქტომბრის არჩევნებს ის ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში ხვდება. მას შემდეგ კი, რაც ხაბეიშვილმა თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უერთდებიან ყოფილი წევრებიც, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ამ პარტიაში არსებულ ვითარებას არაჯანსაღად მიიჩნევდნენ.
ფორუმი