რატომ დაკარგა დემოკრატიამ მიმზიდველობა ბევრი ადამიანის თვალში? რატომ ძლიერდება მთელ რიგ ქვეყნებში ანტილიბერალური, პოპულისტური პოლიტიკური ჯგუფები? რამდენად შესაძლებელია დემოკრატიის გადატვირთვა?
- რა არის დემოკრატია? კრიტიკული გააზრების მცდელობა
- ინტერვიუ “ღია რუსეთის“ წარმომადგენელთან, ნატალია გრიაზნევიჩთან
- როცა დემოკრატია მხოლოდ უტოპიას ჰგავდა: საბჭოთა პერიოდის ქართველი დისიდენტის მოგონებები
- „შინ - უცხოეთში“: მწერალი ზაზა ბურჭულაძე ბერლინში.
რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.