Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო უბნები, სადაც ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა ხდებოდა


არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკვირდებიან, საუბრობენ დარღვევებზე, სადაც ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტები ფიქსირდება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დამკვირვებლებმა ფულის გადამცემი პერსონები ისანში, დმანისსა და გურჯაანში შენიშნეს. დმანისში მოქალაქეებს 4 უბანზე ურიგებდნენ ამომრჩევლებს ფულს და როგორც დამკვირვებლები ამბობენ, მათ პოლიციის ფორმიანი ადამიანები ახლდათ სამოქალაქო მანქანით.

გურჯაანში ამომრჩეველს ფული მისცა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის (საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის) წარმომადგენელმა, რომელიც ადგილობრივების თქმით ქართული ოცნების მხარდამჭერია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა თანხის გადაცემის ფაქტები სამგორში, ვაკესა და მარნეულში დააფიქსირეს.

- სამგორში სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ხდებოდა ამომრჩეველთა მობილიზაცია. დამკვირვებელთა თქმით, ხმის მიცემის შემდეგ მოქალაქეები მიდიოდნენ კოორდინატორთან, აჩვენედნენ ტელეფონში არსებულ ფოტოს, რის შემდეგაც სავარაუდოდ თანხას იღებდნენ მისგან.
- ვაკის #13 უბანთან დილიდან იდგა ჯიპის მარკის ავტომანქანა, რომელსაც უბნიდან გასული ამომრჩეველი აკითხავდა.
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაუდგენელი პირები საკმაოდ ბევრ უბანზე იმყოფებოდნენ ამომრჩეველთა აღსარიცხად. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა 40-ზე მეტ უბანში, მათ შორის ნაძალადევში, დიდუბეში, ოზურგეთში, ჩხოროწყუში, ფოთში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.

XS
SM
MD
LG