აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში აფინანსებს ხუთწლიან პროექტს - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“. 10 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მოხმარდება საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის წარმოებაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას.
IDFI-მ შეისწავლა სასამართლო დავები 89 საჯარო დაწესებულების წინააღმდეგ. ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა დავები მოიგეს, საჯარო დაწესებულებებს მათ სასარგებლოდ 1 631 603 ლარის გადახდა დაეკისრათ.
საწარმოო გამონაბოლქვით შეწუხებულმა რუსთაველებმა სამშენებლო არმატურის მწარმოებელ კომპანია „ჯეოსთილს“ ერთი თვე მისცეს გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად.
დავით გარეჯის კუთვნილების თემაზე დაწყებულმა კამათმა საგანგაშო სახე მიიღო სოციალურ ქსელებში. აქტიურობენ ტროლებიც და დაპირისპიებას აღვივებენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე რუსულ ინტერესებზე. აფბა-ს ვიცეპრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე „დილის საუბრებში“ ყვება რუსეთის კერძო და სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.
საქართველოში ბატატის - იმავე ტკბილი კარტოფილის - მოყვანა დაიწყო. 81 წლის კახელი ფერმერი მიმდინარე წლის აგვისტოში 60-დან 80 ტონამდე მოსავალს ელოდება.
კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური კომისიები ინფრასტრუქტურულ ზარალს ითვლიან.
თუკი “ქართული ოცნება“ მთაწმინდის ოლქში 19 მაისის არჩევნებს წააგებს, ეს იქნება თბილისში წაგების ტოლფასი და საგანგაშო სიგნალი 2020 წლის არჩევნებისთვის - ასეთია ანალიტიკოსების შეფასება. ისინი მოელიან ცხარე ბრძოლასა და ხელისუფლების მხრიდან ძალ-ღონის სრულ მობილიზაციას.
თითქოს, სხვა რაღა უნდა სჭირდებოდეს მეწარმეს სტიმულისთვის, როცა მისთვის იხსნება 28 ქვეყნის ბაზარი და ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებელი მისაწვდომი ხდება?
სიღნაღში, სოფელ ჯუგაანში მცხოვრები კიკალიშვილების ინფორმაციით, სეტყვის ღრუბლებისთვის ნასროლი რაკეტა მათ საცხოვრებელ სახლს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
„სახელმწიფო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ ის არ არის მხოლოდ ჯამაგირის მიმღები, არამედ მის უკან დგას სახელმწიფოებრივი ინტერესები და ის უნდა ცდილობდეს მათ გატარებას“, - ამბობს სოსო არჩვაძე რადიო თავისუფლების ეთერში.
ჩამოტვირთე მეტი