კი არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე გადაწყვიტეს. ალბათ იმიტომ, რომ მთელმა სისულელემ ერთ ადგილას (ამ ბლოგში) მოიყაროს თავი. რა გაეწყობა. დაე იყოს ასე. საიტის სხვა განყოფილებებში ან საინტერესო ანალიზს ნახავთ, ან ახალ ამბებს, ან, რავიცი, მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს გაეცნობით. ყველაფერი უმნიშვნელო, მცირე და პოლატური კი აქ იქნება. პოლატური ჩემი მოგონილი სიტყვაა და ნიშნავს უმნიშვნელოს, მცირეს... სიტყვის გამოგონება კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ წინადადება მესამე ზედსართავ სახელს ითხოვდა. ან, იქნებ არც ითხოვდა, მაგრამ მოვიგონე უკვე და ხომ არ გადავაგდებდი?
რამდენადაც ვიცი, ყველაზე წარმატებული ბლოგერები რამე სკანდალურს წერენ - ჭორ-მართალს ცნობილი ადამიანების შესახებ ან მსგავს რაღაცეებს. მე ეგენი არ ვიცი. აბა, საიდან? მაგრამ იქნება პირველი ჯერისთვის რადიო ”თავისუფლების” სამზარეულოში ჩაგახედოთ. რომ ვთქვა ძალიან სკანდალურია რამე თქო, არ იქნება მართალი. ეგ კი არა, საინტერესოც კი არაა. მაგრამ, რა ვქნათ, ეგეთი ბლოგი გვაქვს. ისე, სიტყვამ მოიტანა და ბლოგი ქართულად სასაცილოდ არ ჟღერს? რაღაც ცხვირში ჩიჩქნისას მოძიებულს ჰგავს. (დეეეეე! რატიმ ბლოგი წამისვა შარვალზე!)
ჰოდა, აი სკანდალური ინფორმაცია რადიო ”თავისუფლების” ოფისის შესახებ. აქ ყველაფერი დენს გირტყამს. ყველაფერი! თავი სამოციანი წლების სოციალური ფსიქოლოგის ექსპერიმენტში გეგონება. მობილური ტელეფონის დამტენში ჩართვა ან კომპიუტერში ფლეშის მიერთება თავისთავად უკვე ერთგვარი დღესასწაულია, რომელიც მუდამ შენთანაა. ოღონდ ეს დღესასწაული სინამდვილეში რამდენიღაცა ვოლტია. შეიძლება ძალიან ბევრი არა, მაგრამ დიახაც, საგრძნობი. თუმცა, რა მობილური, რის ფლეში! იმ დღეს კოლეგა ნინო გელაშვილმა ვაშლი მომაწოდა, იმიტომ რომ კეთილია და თან რამდენიმე ჰქონდა და ვაშლმაც დენი დამარტყა. თქვენ კიდევ თავისუფლებაო. აბა, რატომ უნდა გირტყამდეს დენს ვაშლი?
სხვათა შორის, ამ თქვენმა კეთილმა ნინო გელაშვილმა, როდესაც ვაშლმა დენი დამარტყა და წამოვიყვირე, დამცინა. დიდი ამბავი, ყველას გვირტყამს დენი და ერთ ამბავს არ ვტეხთო. რა ვიცი, აბა. ვითომ მართლა ასეთი მომთმენია ყველა? ეჭვი მეპარება.
სკანდალური იყო ეს ინფორმაცია? არა. საინტერესო? ალბათ არც საინტერესო. მაშ რატომ მოვყევით? რატომ და... რატომაც არა.
ახლა შენი ჯერია. (შენობით რომ მოგმართავ შეიძლება? ვინ იცის, 50 წლის ღიპიანი ბიძა ხარ და ბატონო ვანოთი უნდა მოგმართავდე. მომიტევე ბატონო ვანო!) გვერდს თუ ცოტა თვალს ჩააყოლებ, დაინახავ რომ იქ კომენტარის ადგილია. ჰოდა, შენიც მოყევი. რა ხდება შენს ოფისში ისეთი, რაც თითქოს,არაფერი, მაგრამ ნერვებს კი გიშლის. თანამშრომელს ტელეფონზე ნერვებისმომშლელი ზარი აქვს? მეორე თანამშრომელი შენი ჭიქით სვამს ყავას? აბა, მოჰყე!