ბათუმში დღეს, საღამოს მორიგი აქცია დაიწყო დამოუკიდებელი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლის, დაპატიმრებული მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, მისი გათავისუფლების მოთხოვნით.
ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნის მე-100 დღეს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) კვლავ გამოხატავს სოლიდარობას მისი ოჯახისა და კოლეგების მიმართ. ორგანიზაცია მოითხოვს ჟურნალისტის გათავისუფლებას.
ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 100 დღე გავიდა. მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადვოკატი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უფლებები სისტემატურად ირღვევა და სწორედ ამის გამო ამზადებენ საჩივარს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაგზავნად. ამის შესახებ მაია მწარიაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი მიმართავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, კოკა კაციტაძეს და სამართლიანობას მოითხოვს ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე. წერილი 14 აპრილით არის დათარიღებული.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს შესახებ შემუშავებულ მემორანდუმში "გაუმართლებელს" უწოდებს მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობას და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
მოსამართლე სალიხ შაინიძე, რომელმაც თავისი ნათესავი, „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე 2000 ლარით დააჯარიმა, ფიგურირებს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის დავაში ყაზახური კომპანიის წინააღმდეგ.
სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის დაჯარიმების შემდეგ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, რომელიც მედიამენეჯერის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოხვდება და ამაღლობელის სიმართლე დამტკიცდება.
ჩამოტვირთე მეტი