"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ ქალებმა არ იციან, რომ, როცა რამეს ავალებენ, ეს შეიძლება იყოს კანონის დარღვევა და დღეს თუ არა, ხვალ შეიძლება პროკურატურამ დაიბაროს გამოკთხვაზე, დაკითხვაზე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდნენ", - ამბობს "ქალთა მოძრაობის" სახელით, ანა არგანაშვილი.
"იზა იყო ერთადერთი, ვინც ამხილა მთლიანად სისტემა და ეს იყო მგონი ცესკოს არსებობის ისტორიაში პირველი რეგისტრატორი, რომელიც არ ასრულებდა მმართველი ძალის კოორდინატორის დავალებებს, პირიქით - შეეწინააღმდეგა მას და სახალხოდ ამხილა,", - აცხადებს იმედა კლდიაშვილი, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი.
ცესკოში შესულ საჩივრებსა და მათ ავტორებზე დაყრდნობით შეიძლება იმის თქმა, რომ: გადასატანი ყუთი გაყალბების და ამომრჩეველზე ზეწოლის მექანიზმია არჩევნების დღეს. შესაძლოა ამ გზით ხელისუფლების მხარდამჭერები ხმას ერთზე მეტჯერ აძლევდნენ, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს კი არჩევანი შეზღუდული ჰქონდათ.
"ძალიან დიდი ზეწოლაა "ქართულ ოცნებაზე". მათი რიტორიკის მიუხედავად, ძალიან მძიმე მდომარეობაში არიან. ეს ზეწოლა გაგრძელდება და მათ მოუწევთ მოუსმინონ დასავლელ პარტნიორებს", - აცხადებს ნონა მამულაშვილი, პარლამენტის წევრი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრის შემდეგ აპირებს დატოვოს მანდატი.
"გუშინდელ ხელახალ დათვლას, თბილისში ყოველ შემთხვევაში, ჩემი შეფასებით, აზრი არ ჰქონდა. არაფრის მომცემი იყო - იქ გადათვალეს, სადაც პრობლემა არ იყო. საჩივრებიც არ გვქონდა იმ უბნებზე. კარუსელს, გაყალბებულ პირადობას, სხვის მაგივრად ჩაგდებულ ბიულეტენს გადათვლით ვერ აღმოაჩენ",
ჩამოტვირთე მეტი