- ამბობს თამარ კაკაბაძე, "დროას" წევრი. ის ერთი კონკრეტულ შემთხვევაზეც ყვება, როცა ამომრჩევლის მკაფიო არჩევანი არ იყო გათვალისწინებული: "მხედვეწლობადაქვეითებულმა ადამიანმა გადასატანი ყუთით მისცა ხმა. მან კომისიის წევრებს პირდაპირ უთხრა, ვერ მოვახერხებ შემოვხაზო, ჩემი ხელით დავწერ და იმას შემოვხაზავო. კომისიამ ეს ხმა გააბათილა - თქვა, რომ ნება არ არის გამოხატული. კომისიის ერთმა წევრმა, რომელიც ამ ყველაფერს ისმენდა, მოყვა ეს ისტორია. მოგვიანებით საოლქო კომისიის წამრომადგენელმა თქვა, რომ ეს ხმა უნდა ჩათვლილიყო, თუმცა, საუბნო კომისიამ ეს ხმა გააბათილა. ვაპირებ ამ ამბავს ბოლომდე მივყვე".