მას შემდეგ, რაც საკომუნიკაციო პლატფორმა „ტელეგრამის“ დამფუძნებელს, რუს ბიზნესმენ პაველ დუროვს საფრანგეთში ბრალი წარედგინა, ყველა კითხვას, რაც მის დაკავებას მოჰყვა, პასუხი არ გასცემია. რადიო თავისუფლებამ გადახედა ბრალდებებს ტელეგრამის დამფუძნებლის წინააღმდეგ და ამ საქმის გეოპოლიტიკურ განზომილებასაც.