ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, ბრიუსელი - ხანგრძლივი და მღელვარებით დატვირთულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ტურნე, რომელიც გაღიზიანებას იწვევს რუსეთში, და არამარტო.
რუსმა „ბოევიკმა“ ალექსანდრ ფრანჩეტიმ, რომელსაც ყირიმის ანექსიაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად, ჩეხეთის ციხეში წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ კვლავ მოახერხა ანექსირებულ ყირიმში დაბრუნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 12 მარტს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ბევრჯერ შეაქო პოლიცია და ხელისუფლება. ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოღალატეები, რადიკალები და ქვეყნის ძირის გამომთხრელები უწოდა...
12 მარტს, დახლოებით 23:00 საათზე, ბათუმის ახალ ბულვარში საბავშვო ბატუტი ქარმა ამოაყირავა და ორი ბავშვი თან მოიყოლა.
"არ შეიძლება ერთი ხელის ერთი მოსმით ათობით ათასი ადამიანი დაადანაშაულო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში" - ასე ეხმაურება "ლიბერალური აკადემია - თბილისის" დირექტორი ლაშა ტუღუში პრემიერმინისტრის მიერ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებს - "არ შეიძლება ასე ესაუბრებოდა საკუთარ საზოგადოებას".
“რუსეთს სურს, საქართველო რუსეთის ბანაკში იყოს. და ვფიქრობ, მთავრობაც არ არის უარზე - ეს კანონი რომ უეცრად უკან გაიწვიეს, ამით მთლიანი სურათი სულაც არ იცვლება. - ეუბნება რადიო თავისუფლებას თედ ჯონასი, ამერიკელი იურისტი, რომელიც საქართველოში 1994 წლიდან ცხოვრობს.
11 მარტს, 17:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, ახალგაზდების მონაწილეობით კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი, ამჯერად - ახალი "თავდაცვის კოდექსის" პროექტთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორია ოპოზიციური პარტია „გირჩი“, რომელიც ახალგაზრდების ჯარში გაწვევის სავალდებულო წესს ეწინააღმდეგება.
“როდესაც თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, უკრაინაში შავი დღეები გვქონდა. ამიტომ, სამწუხაროდ, ასი პროცენტით ვერ ვადევნებდი თვალყურს საქართველოს ახალ ამბებს. ჩემი პატივისცემა ქართველ ხალხს”, - გვითხრა მუსიკოსმა ოლეგ კრუპციკმა. “საქართველო - მაიდანი” ეს მუსიკალური კომპოზიცია ოლეგმა მაშინ შექმნა
საქართველოს უახლესი ისტორიის ბოლო 30-წლიანი მონაკვეთი მდიდარია როგორც საპროტესტო გამოსვლებით, ასევე პროტესტის გამოხატვის ფორმებით. საყოველთაო გაფიცვა, დემონსტრაცია, შიმშილობა, გზების გადაკეტვა, სახელმწიფო უწყებების ბლოკირება, სახელმწიფო უწყებებში შეჭრა...
რუსეთს აბრაზებს და აფორიაქებს ის ამბავი, რომ მომიტინგეთა მძლავრმა პროტესტმა „ქართულ ოცნებასა“ და მის მოკავშირეებს „აგენტების“ კანონპროექტებზე უარი ათქმევინა.
ჩამოტვირთე მეტი