31 მარტს, პარლამენტში მორიგი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "ქართული ოცნება" დაშორდა ხალხის ნებას - მტკიცედ იაროს ევროპულ გზაზე და ისიც დაამატა, რომ თბილისის მესიჯები მოსკოვისას ემთხვევა.
უკრაინაში გაჩაღებულ ომში გასაგზავნად რუსეთის ციხე-კოლონიებში მყოფი პატიმრების რეკრუტირებას როდესაც იწყებდა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელი, ევგენი პრიგოჟინი არ მალავდა, რომ იგი, პირველ ყოვლისა, „მკვლელებითა და მძარცველებით იყო დაინტერესებული“.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც გამოძიება 7-9 მარტის აქციებზე “მოლოტოვის კოქტეილების” სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას ედავება, მოსამართლემ დღეს, 31 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, ვისაც ბრალი წაუყენეს. სასამართლო პროცესის დაწყება მომდევნო კვირაშია დაგეგმილი.
არაერთი წყაროს თანახმად, ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია.
აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგენმა 30 მარტს, სენატში ილაპარაკა პრიორიტეტებსა და გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში შეუდგება.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯანდაცვის სისტემა მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი აგუნდა პლიევა ესაუბრა.
29 მარტს ამოიწურა ვადა, როცა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის (УПЦ МП) სასულიერო პირებს კიევ-პეჩერის ლავრა უნდა დაეტოვებინათ. ამ პროცესების ფონზე გაძლიერდა კრემლის პროპაგანდა უკრაინაში "ანტიქრისტეს მხარდამჭერებსა" და "სატანისტებთან" ბრძოლის აუცილებლობის შესახებ.
2022 წლის ბოლოს, უკრაინელმა კინორეჟისორმა, ლიუბომირ ლევიცკიმ, გადაიღო დოკუმენტური ფილმი სათაურით „გამომყევი“, („Иди за мной"), რომელშიც დრონის საშუალებით რუსი სამხედროების ალყიდან უკრაინელი ცოლ-ქმრის გადარჩენის ამბავია მოთხრობილი.
შალვა რამიშვილი, რომელმაც წლების წინ, მის წინააღმდეგ დაწყებული სექსუალური შევიწროების საქმე წააგო თათია სამხარაძესთან, ამტკიცებს, რომ მოსამართლემ იგი შრომის კოდექსის დარღვევისთვის დაადანაშაულა და არასდროს დაუდგენია ძალადობის ფაქტი.
ჩამოტვირთე მეტი