ჩემი აზრით, ცნება „უფროსი მოქალაქე“ უფრო მეტ პატივისცემას გამოხატავს ასაკოვან პირთა მიმართ, თუმცა სახელმწიფო ვერც „პენსიონერის“ ცნებაზე იტყვის უარს. სამაგიეროდ, ჩვენს მუზეუმებსა და რესტორნებს არავინ აიძულებს ამ ბიუროკრატიული ტერმინების ხმარებას და, სხვათა შორის, არც ჩვენ გვაიძულებს ვინმე.