მიზეზი, რატომაც “ბილი ელიოტი” ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მიუზიკლი და ფილმია, ჩემი ძვირფასი მეგობარი და თანამშრომელი, თამუნა რურუაა, რომელიც 2006 წელს ავტოავარიაში დაიღუპა. მახსოვს, ცოტა ხნით ადრე, სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, თამუნას უცხოელმა მეგობარმა ამ ფილმის DVD გამოუგზავნა, მან სწორედ მაშინ მითხრა ცრემლიანი თვალებით, რომ ყოველთვის უნდოდა ბალერინა გამოსულიყო, უბრალოდ, ქალაქში, სადაც ის გაიზარდა, საბალეტო სკოლა არ იყო.
ამ ფილმის მთავარი გმირი, ბილი ელიოტი 11 წლის ბიჭია, რომელსაც ბალერონობა უნდა. მოქმედება ხდება 80-იან წლებში ინგლისის პატარა ქალაქში, სადაც მაღაროელებს გაფიცვა აქვთ გამოცხადებული. ბილის დედა გარდაცვლილია, მამა და ძმა კი მაღაროელები არიან, რომლებიც გაფიცვის წინა ხაზზე დგანან. მამა ბილის გაჭირვებით აძლევს კვირაში 50 პენსს, რომ კრივზე იაროს, ბილი კი მალულად ამ ფულს ბალეტის გაკვეთილებში იხდის. მამა, რა თქმა უნდა, საშინლად რეაგირებს, როცა ბილის გატაცების შესახებ შეიტყობს, ის შვილს ეუბნება: “Lads do football… or boxing… or wrestling. Not frigging ballet.” რა თქმა უნდა, ბილის მამა ფიქრობს, რომ ბიჭები ფეხბურთს, კრივს ან ჭიდაობას უნდა მისდევდნენ და არა ბალეტს და სასტიკად ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას.
საზოგადოება, რომელშიც ბილი ცხოვრობს, მე ძალიან მაგონებს ჩვენს საზოგადოებას, სადაც ეკონომიკური სიდუხჭირე, სოციალური აპათია და უიმედობა ისე არის ფესვგადგმული, ადგილი აღარ რჩება ცალკეული ადამიანის, როგორც ავტონომიური არსების, მისი ღირსების, იდენტობის და იდივიდუალური თავისუფლებისათვის. საკითხი შეგნებულად დავსვი ასე, ბევრს ჰგონია, რომ ამ ორ პრობლემას შორის ასეთი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს, ანუ ბევრი, მათ შორის გადაწყვეტილებების მიმღებთა შორისაც ფიქრობს, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე და სხვა ფაქტორები რომ არა, ბილისნაირი ბიჭების (ან გოგონების) უფლებები დაცული იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში. სინამდვილეში, პირიქითაა, ეკონომოკური კეთილდღეობა კი არ განაპირობებს ადამიანის უფლებების დაცვას, არამედ ადამიანის უფლებების დაცვა განაპირობებს ეკონომიკურ კეთილდღეობას. და სანამ თითოეული ადამიანის უფლებისთვის ბრძოლას არ დავიწყებთ, არანაირი ეკონომიკური და სოციალური ცვლილება არ არის მოსალონდელი.
უკვე რამდენი ხანია გვესმის, რომ კაზრეთში, ჭიათურაში და სხვაგან სახელმწიფო კერძო სექტორის სახელით ამონებს ადამიანებს. ისიც გვესმის, რომ ეს საკითხი წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების საგანი ვერა და ვერ გახდა. ასევე ისიც, რომ ცალკეული ადამიანები თუ ჯგუფები სწორად ვერ აკეთებენ საკითხების პრიორიტეტიზაციას მათი სიმწვავის მიხედვით (ეს უკანასკნელი თემა ჩემთვის ყველაზე დრამატულ მომენტს წარმოადგენს, კერძოდ, მე ვფიქრობ, ასეთი კამათი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საქართველოში მწვავე პრობლემების რაოდენობა აღემატება იმ ადამიანთა რაოდენობას, ვინც ქუჩის თუ სხვა მეთოდებით ეძებს და აპროტესტებს ამ პრობლემების მიზეზებს). სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩვენი ტრაგედიის მხოლოდ ხილული მხარეა, უხილავი მხარე კი ის არის, რომ ჩვენ სახელმწიფო დიდი ხნის წინ აღვჭურვეთ უფლებამოსილებით, წაგვართვას ის, რაც მას ჩვენთვის არ მოუნიჭებია - ჩვენი ადამიანობა. კაზრეთიდან ჭიათურამდე მუშები ადამიანები კი არა, კერძო კომპანიების საკუთრებაში არსებული საგნები არიან და თუკი ერთის მხრივ სახელმწიფოს შეუძლია მამაპაპისეული მიწები მალულად, ერთ ღამეში წაართვას ხაიშელებს, მეორე მხრივ იგი ადამიანების დასაკუთრების ასეთ შემთხვევებზე ცინიკურად დუმს, რადგან სწორედ აქ ახსენდება საკუთრების წმინდათაწმინდა უფლება და “უხილავი ხელის” წმინდათაწმინდა პრინციპი.
ამ ხნის მანძილზე კი, სხვადასხვა გარემოების გამო, ერთი მარტივი ჭეშმარიტება დაგვავიწყდა - სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები აქვს, დასაქმებულები დაიცვას თუნდაც კერძო პირებისგან. იგი აუცილებლად უნდა ჩაერიოს უთანასწორო შრომით ურთიერთობებში, სადაც დამსაქმებელი მშვიდად ხელყოფს დასაქმებულთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და თავისუფლებას. თუკი სახელმწიფო სასწრაფოდ არ შექმნის სათანადო საკანონმდებლო და ინსტიტუციურ მექანიზმებს ამის გასაკეთებლად და ცვლილების ნებისმიერ მოთხოვნას კვლავ ცინიკურად მონათლავს კერძო სექტორზე თავდასხმად, სწორედ ის გამოვა მთავარი დამნაშავე. მთავარი დამნაშავე, რომელიც ჩვენ წავაქეზეთ ჩვენივე გულგრილობით.
საქართველოში ადამიანის უფლებებზე ყველა მსჯელობს, მათ შორის ისიც, ვინც ცინიკურად არღვევს მათ. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ორი ჯადოსნური სიტყვის დამახსოვრება, თუ გვინდა გავიგოთ, ეს “მოლაპარაკე თავები” რეალურად არიან თუ არა ადამიანის უფლებების მხარეს. ეს ორი სიტყვაა: “ყველა” და “ახლავე.” ბევრი ფიქრობს, რომ სახელმწიფო “ყველას” უფლებებს ერთდროულად ვერ დაიცავს და ვერც “ახლავე,” რადგან ამისათვის ან კულტურული და ანაც ეკონომიკური “მზაობა” სჭირდება. რა თქმა უნდა, ორივე მოსაზრება მცდარია. სახელმწიფომ ყველა ადამიანის უფლება უნდა დაიცვას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილისა. სწორედ ყველას თანასწორობის პრინციპზე გადის ადამიანის უფლებების ქონის, ანუ მონიდან ადამიანად გადაქცევის გზა. ასევე, სახელმწიფო არ უნდა ფლობდეს ძალაუფლებას, თვითონ გადაწყვიტოს, რომელი ჯგუფის უფლებები როდის დაიცვას ან როდემდე გადადოს მათი დაცვა. ერთი შეხედვით რთულია ამის დაჯერება, მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვის დრო ყოველთვის არის “ახლავე,” რადგან მათი დაცვის გადადებით სახელმწიფომ შეიძლება ლეგიტიმურად გამოაცხადოს უფლებების დარღვევის უმძიმესი შემთხვევებიც კი.
რამდენიმე დღის წინ, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, სადაც კაზრეთის საწარმოს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები, ჭიათურის მაღაროელები და სამაშველო სამსახურის მეხანძრე მაშველები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად შეიკრიბნენ, მათ ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაცია “იდენტობაც” შეუერთდა. ქართული სოციალური ქსელების შემყურეს ონლაინ ბულინგი არ უნდა მიკვირდეს და “იდენტობის” უსახლკაროთა თავშესაფრის იდეის ჩახშობის მერე რაღამ უნდა შეძლოს ჩემი გაოგნება, მაგრამ მაინც სწორედ ლგბტ აქტივისტების სოლიდარობის მიმართ მომდევნო დღეებში ამ სივრცეში წამოსულმა აგრესიამ ჩამაგდო სასოწარკვეთილებაში.
ლგბტ უფლებები აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც ახსენა. ჩემი შთაბეჭდილებით, პრემიერი ამაყი და კმაყოფილია იმითაც, რომ არავის სიცოცხლე არ შეეწირა (რაც სრული შემთხვევითობაა) 2013 წლის 17 მაისს მოვარდნილ სიძულვილის კატასტროფულ ტალღას. თუმცა, ალბათ ის ადამიანების სიკვდილის მიმართაც გულგრილი დარჩებოდა, ისეთივე გულგრილი, როგორიც კაზრეთელი მუშის, სლავა კუჭაშვილის თვითმკვლელობის მიმართ იყო მისი მთავრობა.
ადამიანის უფლებები მხოლოდ იქ არის დაცული, სადაც შეგიძლია ადამიანად დარჩე. ადამიანად ყოფნა ნიშნავს ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებას ყველასათვის, აქ და ახლა. თუ ბალეტით ხარ გატაცებული, მნიშვნელობა არ აქვს მიზეზებს რატომაც არ სრულდება შენი ოცნებები და იმედები: იმიტომ, რომ შენს ქალაქში საბალეტო სკოლა არ არის, თუ იმიტომ, რომ ბალეტი შენს სოციალურ როლთან არის შეუსაბამო. სახელმწიფოს და საზოგადოებას არ უნდა შეეძლოთ წაგართვან უფლება, ის გახდე და იყო, რაც ხარ.
ბილი ელიოტს დედა გარდაცვალებამდე უტოვებს წერილს, რომელშიც წერს: “ყოველთვის იყავი ის, რაც ხარ.” სწორედ ამ სიტყვებმა შეაძლებინა ბილის, შებრძოლებოდა არა მხოლოდ საზოგადოებრივ ცრურწმენებს, არამედ მამასაც, რომელიც დასაწყისში ბობოქრობდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საკუთარი შვილი სამეფო საბალეტო სკოლაში ჩარიცხულიყო და წარმატებული საბალეტო კარიერა ჰქონოდა. როგორ ახერხებენ ასეთი ყრუ კედლების გარღვევას ადამიანები? როგორ მოახერხა ეს ბილიმ? როგორც ჩანს, ერთი ადამიანიც კი საკმარისია, რომელიც გეტყვის, რომ ყოველთვის უნდა იყო ის, რაც ხარ და რომ ადამიანი ხარ და არა მონა. ამიტომ, მაპატიეთ დიდაქტიკური ტონისთვის, მაგრამ გირჩევთ, თუ შეგიძლიათ, “ყველას” და “ახლავე” უთხრათ ეს თქვენს გარშემო.