ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
„’ატსტუპნიკების’ ქრონიკული პრობლემა - ისინი საცხოვრებლის დაკანონებას მოითხოვენ“ -გაზეთ „რეზონანსის“ ამ სტატიაში აღნიშნულია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ათეული წლების წინ სახლები ან სახლებში გარკვეული ფართები იყიდეს, საბჭოთა წყობილების დანგრევის შემდეგ ამ სახლებზე უფლება ჩამოერთვათ.
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ძალაში შევიდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები.
რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე.
„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ საქართველოში 2013 წლის პირველ ნახევარში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ პირველი ვრცელი ანგარიში წარმოადგინა.
საარჩევნო უბნებიდან 20 მეტრის რადიუსში აგიტაცია აიკრძალება - საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ეს რეგულაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემზღუდავი ნორმის აღსრულების სირთულეზე გაამახვილა ყურადღება და საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნული ცვლილების დამტკიცებისაგან თავის შეკავების თხოვნით მიმართა.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ საჯარო სამსახურებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების თემასა და ამ მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ვისაუბრებთ. შევეხებით ასევე ბორჯომის რაიონის სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობის პრეტენზიებსა და მოთხოვნებს.
„პრემიერს უფლებები გაზრდამდე შეუმცირდება“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრს გაზრდილი უფლებების ნაწილი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში, მანამდე შეუმცირდება.
არჩევნების უქმე დღეს გამართვის მიზანშეწონილობაზე რადიო თავისუფლების დილის ეთერში ისაუბრა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ იმაზე ვისაუბრებთ, არის თუ არა სპორტული და გამაჯანსაღებელი ობიექტები რეგიონებში და, შესაბამისად, კმაყოფილია თუ არა ამ ობიექტების მუშაობით მოსახლეობა.
2 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი კი გაზეთ „ვერსიასთან“ საუბარში ამბობს, რომ თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დაკავების სპეცოპერაციის ხელძღვანელები ფორმალური დარღვევებისთვის კანონის ძალით უნდა დაისაჯონ.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ვისაუბრებთ. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ლაგოდეხიდან, ახალციხიდან, ქუთაისიდან და რუსთავიდან.
„პოლიტიკური რეკლამის ოქროს შუალედი“ - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის გასაშუქებლად მედიასაშუალებებისთვის, შესაძლოა, გარკვეული რეგულაცია დაწესდეს.
20 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" გენერალური დირექტორი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ხელმძღვანელი პირების ხშირი ცვლა ორი ძირითადი მიზეზითაა გამოწვეული - პოლიტიკურით და დანაშაულებრივით.
რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი.
გასული სამუშაო კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევნები იყო.
1 ივლისიდან იზრდება საყოველთაო დაზღვევის პაკეტის მოცულობა; ასევე, 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები გაორმაგებულ დახმარებას მიიღებენ; 1 სექტემბრიდან კი პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მინიმალური პენსია 150 ლარს გაუტოლდება.
საქართველოს პარლამენტში დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის კენჭისყრა გაიმართა, თუმცა ეს კენჭისყრა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებით ვერ დასრულდა.
9 ივნისს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს 7 მოსამართლე წევრი აირჩია. იუსტიციის 15 წევრიანი საბჭოს დაკომპლექტება კი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დასრულდება.
ჩამოტვირთე მეტი