9 ივნისს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს 7 მოსამართლე წევრი აირჩია. იუსტიციის 15 წევრიანი საბჭოს დაკომპლექტება კი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში, კერძოდ, 12 ივნისს დასრულდება, როდესაც პარლამენტი დარჩენილ ვაკანსიებზე 6 არამოსამართლე წევრს უყრის კენჭს. ამ კენჭისყრას, მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
მოსამართლეთა კონფერენცია სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა მან გაუგებარი გადაწყვეტილებებიც მიიღო - ასეთი იყო 9 ივნისს გამართული კონფერენციის ზოგადი შეფასება, რომელიც ძირითადად დამკვირვებელ ორგანიზაციებს ეკუთვნით. რაც შეეხება უშუალოდ იუსტიციის საბჭოს წევრთა არჩევის შედეგებს, იგი მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისთვის, რომელმაც მედიისთვის მიცემულ კომენტარში გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ ზაზა მეიშვილი, მინისტრის შეფასებით, ოდიოზური ფიგურა, იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა კონფერენციამ პირველივე ტურში აირჩია. ზაზა მეიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეა. მის გარდა იუსტიციის საბჭოში აირჩიეს უზენაესი სასამართლოს წევრები ლევან მურუსიძე და პაატა სილაგაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იმავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი და სხვები. თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობასთან მთავრობას სერიოზული მუშაობა მოუწევს, რათა რეფორმა სწორი მიმართულებით წარიმართოს, თუმცა, მისთვის მიუღებელი შედეგების მიუხედავად, თეა წულუკიანმა კონფერენციაზე გამართულ არჩევნებს თავისუფალი უწოდა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები ახლა პრაქტიკულ საქმიანობაში უნდა შემოწმდეს. შექმნილ ვითარებაში მინისტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იუსტიციის საბჭოს დანარჩენი წევრების არჩევის საკითხს:
“მე მინდა მივმართო პარლამენტს. გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მოსამართლეებმა გუშინ აჩვენეს, ახლა პარლამენტზე არის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დამოუკიდებელ, კომპეტენტურ და მიუკერძოებელ 6 წევრს აირჩევენ საკანონმდებლო ორგანოში“.
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს ექვსი არამოსამართლე წევრი იმ 35 კანდიდატიდან უნდა აირჩიოს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, იურისტთა აკადემიურმა წრეებმა, იურიდიული პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ამ ორგანიზაციათა ნაწილი 9 ივნისს დამკვირვებლის რანგში ესწრებოდა მოსამართლეთა კონფერენციას. ასეთი სულ 31 ორგანიზაცია იყო. მათგან ერთ-ერთის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის კახა კოჟორიძის შეფასებით, მოსამართლეებმა კონფერენციაზე ბოლომდე ვერ ისარგებლეს თავიანთი უფლებებით:
“კითხვის დასმა იქნება, თავად დღის წესრიგის დამტკიცება, ამით კონფერენცია ხაზს გაუსვამდა იმას, რომ არა ადმინისტრაციული კომიტეტი მისაზღვრავს მე როგორ უნდა ვიმოქმედო და რა საკითხზე უნდა ვიმსჯელო, არამედ მე ვარ თვითმმართველი, ყველაზე ძლიერი ორგანო. ცხადია, კონკრეტული კანონით თუ ერთი კონკრეტული კონფერენციით ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რაც სისტემაში არსებობდა მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩემი აზრით, შეუძლებელია, თუმცა ევოლუციური განვითარებისთვის, სასამართლო სისტემისთვის გუშინდელი კონფერენცია, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი კი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იუსტიციის საბჭოს არჩევნები სრული გამჭვირვალობის პირობებში წარიმართა:
“მე მგონი, ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ამ პროცესზე რამე იყო დამალული და რაღაცა კულუარულად ხდებოდა. კულუარულად რაც ხდებოდა მანამდე, განხილვის საკითხია და ამაზეც უნდა ისაუბრონ ამ ადამიანებმა, მათ შორის მინისტრმაც. მაგრამ თავად პროცესს რაც შეხება, მომზადებას, მთელი ერთი თვის, თვე-ნახევრის განმავლობაში და შემდეგ გუშინდელ დღეს მთლიანად, მე მგონი, ყველა ამბობს, რომ სწრაფად და საჯაროობის პირობებში ჩაიარა ამ ყველაფერმა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი თანამდებობრივად შედის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მის გარდა არჩევნების გარეშე საბჭოს წევრობა შეინარჩუნა მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა. სწორედ ამ გარემოების გამო, 9 ივნისს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს 9 მოსამართლის ადგილზე არჩევნები მხოლოდ 7 ვაკანსიაზე გამართა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა დანიშვნასა და გათავისუფლებას კურირებს და მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის უფლებამოსილება აქვს. საბჭოში გადაწყვეტილებები ხმათა 2/3-ით მიიღება.
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელის გია გვილავას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობისა და, შესაბამისად, მოსამართლეთა კონფერენციის მიმართ არსებული მოლოდინი ბევრს არ გაუმართლდა, კონფერეცია ცალსახად მნიშვნელოვანი იყო:
„იმაზე იყო საუბარი, რომ ის ჯგუფი, რომელიც გამოჩნდა, მოსამართლეთა ასოციაცია შეიქმნა კიდევაც, ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერი მოსამართლეები, მოლოდინი იყო, რომ ისინი აუცილებლად გაიყვანდნენ კანდიდატს, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მაგრამ ეს არის ამ 240 მოსამართლის გადაწყვეტილება და არჩევანი, რომელიც დემოკრატიული წესით განხორციელდა ნამდვილად და ამას პატივი უნდა ვცეთ. მნიშვნელოვანი იმიტომ იყო ეს დღე, რომ გამოჩნდა აშკარად, რომ მოსამართლეებს შეუძლიათ განსხვავებული აზრის დაფიქსირება, მოსამართლეებს შეუძლიათ კამათი თავად ბატონ კონსტანტინე კუბლაშვილთან, მოსამართლეებს შეუძლიათ ალტერნატიული წინადადებების თამამად დაყენება“.
გია გვილავა აღნიშნავს იმასაც, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც კონფერენციაზე გამოიკვეთა, იყო ის, რომ ყველა სადავო საკითხი კენჭისყრის წესით გადაწყდა.
მოსამართლეთა კონფერენცია სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა მან გაუგებარი გადაწყვეტილებებიც მიიღო - ასეთი იყო 9 ივნისს გამართული კონფერენციის ზოგადი შეფასება, რომელიც ძირითადად დამკვირვებელ ორგანიზაციებს ეკუთვნით. რაც შეეხება უშუალოდ იუსტიციის საბჭოს წევრთა არჩევის შედეგებს, იგი მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისთვის, რომელმაც მედიისთვის მიცემულ კომენტარში გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ ზაზა მეიშვილი, მინისტრის შეფასებით, ოდიოზური ფიგურა, იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა კონფერენციამ პირველივე ტურში აირჩია. ზაზა მეიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეა. მის გარდა იუსტიციის საბჭოში აირჩიეს უზენაესი სასამართლოს წევრები ლევან მურუსიძე და პაატა სილაგაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იმავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი და სხვები. თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობასთან მთავრობას სერიოზული მუშაობა მოუწევს, რათა რეფორმა სწორი მიმართულებით წარიმართოს, თუმცა, მისთვის მიუღებელი შედეგების მიუხედავად, თეა წულუკიანმა კონფერენციაზე გამართულ არჩევნებს თავისუფალი უწოდა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები ახლა პრაქტიკულ საქმიანობაში უნდა შემოწმდეს. შექმნილ ვითარებაში მინისტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იუსტიციის საბჭოს დანარჩენი წევრების არჩევის საკითხს:
“მე მინდა მივმართო პარლამენტს. გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მოსამართლეებმა გუშინ აჩვენეს, ახლა პარლამენტზე არის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დამოუკიდებელ, კომპეტენტურ და მიუკერძოებელ 6 წევრს აირჩევენ საკანონმდებლო ორგანოში“.
კითხვის დასმა იქნება, თავად დღის წესრიგის დამტკიცება, ამით კონფერენცია ხაზს გაუსვამდა იმას, რომ არა ადმინისტრაციული კომიტეტი მისაზღვრავს მე როგორ უნდა ვიმოქმედო და რა საკითხზე უნდა ვიმსჯელო, არამედ მე ვარ თვითმმართველი, ყველაზე ძლიერი ორგანო...კახა კოჟორიძე
“კითხვის დასმა იქნება, თავად დღის წესრიგის დამტკიცება, ამით კონფერენცია ხაზს გაუსვამდა იმას, რომ არა ადმინისტრაციული კომიტეტი მისაზღვრავს მე როგორ უნდა ვიმოქმედო და რა საკითხზე უნდა ვიმსჯელო, არამედ მე ვარ თვითმმართველი, ყველაზე ძლიერი ორგანო. ცხადია, კონკრეტული კანონით თუ ერთი კონკრეტული კონფერენციით ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რაც სისტემაში არსებობდა მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩემი აზრით, შეუძლებელია, თუმცა ევოლუციური განვითარებისთვის, სასამართლო სისტემისთვის გუშინდელი კონფერენცია, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი კი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იუსტიციის საბჭოს არჩევნები სრული გამჭვირვალობის პირობებში წარიმართა:
“მე მგონი, ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ამ პროცესზე რამე იყო დამალული და რაღაცა კულუარულად ხდებოდა. კულუარულად რაც ხდებოდა მანამდე, განხილვის საკითხია და ამაზეც უნდა ისაუბრონ ამ ადამიანებმა, მათ შორის მინისტრმაც. მაგრამ თავად პროცესს რაც შეხება, მომზადებას, მთელი ერთი თვის, თვე-ნახევრის განმავლობაში და შემდეგ გუშინდელ დღეს მთლიანად, მე მგონი, ყველა ამბობს, რომ სწრაფად და საჯაროობის პირობებში ჩაიარა ამ ყველაფერმა“.
იმაზე იყო საუბარი, რომ ის ჯგუფი, რომელიც გამოჩნდა, მოსამართლეთა ასოციაცია შეიქმნა კიდევაც, ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერი მოსამართლეები, მოლოდინი იყო, რომ ისინი აუცილებლად გაიყვანდნენ კანდიდატს, თუმცა ეს ასე არ მოხდა...გია გვილავა