Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები აირჩია


მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები აირჩია. არჩევნების მეორე ტურში, ხმათა უმრავლესობით, ვაკანტური ადგილები შემდეგმა კანდიდატებმა დაიკავეს: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე; უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძე; თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ილონა თოდუა; სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარეებისთვის განსაზღვრულ ადგილებს, აქ ხმათა უმრავლესობით გავიდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე შოთა გეწაძე. პირველივე ტურში გაიმარჯვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილმა. იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში რჩება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელია და კიდევ ერთი მოსამართლე - გიორგი შავლიაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს პარლამენტი მომავალ კვირას აირჩევს.
XS
SM
MD
LG