ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
7 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების განადგურების შესახებ.
განადგურდება თუ არა არაკანონიერად მოპოვებული ფარული ჩანაწერები? გადაწყვეტილებას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
თბილისში გაიხსნა "ადამიანის უფლებათა სახლი", რომელიც მომხმარებლებს, საჭიროების შემთხვევაში, კომპლექსურ მომსახურებას შესთავაზებს. რამ განაპირობა ამგვარი სახლის ფუნქციონირების საჭიროება საქართველოში და რა დახმარებას გაუწევს იგი მოქალაქეებს?
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დიპკორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში შექმნილი ვითარების ადგილზე გაცნობას სთხოვს.
”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტობის კანდიდატია - განცხადება ამის შესახებ მან საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი.
დღეს "რეგიონალურ მაცნეში" ვისაუბრებთ ქუთაისის მერის არჩევნებზე, უსაძოვრებოდ დარჩენილი მოსახლეობის პროტესტსა და წყალმომარაგების პრობლემებზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სრულწლოვან დევნილებს ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ აღების საშუალებას აძლევს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ქუთაისიდან თბილისში გვიან ღამით გადაიყვანეს “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა - ეს ის მუხლებია, რომელთა მიხედვითაც პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულს ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი წაუყენა.
დღეს რეგიონალურ მაცნეში ამნისტიის აქტის შედეგად გათავისუფლებული ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებზე ვისაუბრებთ. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ქუთაისიდან, რუსთავიდან, ზუგდიდიდან და ლაგოდეხიდან.
კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთ მექანიზმად უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებულ პირთა საქმეების გასაჩივრების დროებითი კომისიის შექმნაც განიხილება.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო რეორგანიზაციის რეჟიმშია და იმ ფუნქციებს იბრუნებს, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში დაკარგა. რას გულისხმობს ცვლილებები და როგორია გეგმები?
დღეს, 15 მაისს პარლამენტმა განაგრძო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.
ფინანსთა სამინისტრო საბჭოთა ანაბრების ვალის მოცულობის დადგენას აპირებს და ამისათვის სპეციალური კომისიის ფარგლებში მუშაობას იწყებს.
კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი.
თითქმის ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მომავალი კვირიდან იწყებს შრომის კოდექსის მეორე მოსმენით, მუხლობრივ განხილვას.
არასამთავრობო ორგანიზაცია - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ორ ნაწილად გამოსცა 2004-2012 წლებში კერძო და იურიდიული პირების მიერ სახელმწიფოსთვის სიმბოლურ ფასად ნაჩუქარი ქონების ნუსხა.
ჩამოტვირთე მეტი