ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
დღეს ყოველკვირეულ პროგრამაში ”რეგიონალური მაცნე” რამდენიმე აქტუალურ საკითხს შევეხებით. ჩვენი კორესპონდენტები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: კონკურსი მერის თანამდებობის დასაკავებლად.
„ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს არც ერთ დიდი მოხელეს დანაშაული აპატიოს, რაც კარგია“, - ამბობს გაზეთ ”რეზონანსთან” საუბარში საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი.
2 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკა აზარაშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი.
დევნილთა ბინებით უზრუნველყოფა და მათთვის ღირსეული საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი პირობების შექმნა კვლავაც რჩება საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ საბოტაჟზე ისაუბრა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში საქართველოს მხრიდან საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძეც მონაწილეობდა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, ბოლო დროს, რამდენიმე მოვლენით მოექცა ყურადღების ცენტრში. მათ შორისაა ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია და განაცხადი ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყების შესახებ; მინიშნებები ახალი ოპოზიციური პარტიების შექმნის შესაძლებლობების თაობაზე და ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე.
საქართველოს ქალაქების უმრავლესობა სტიქიურად, ურბანული მართვისა და სტრატეგიული გეგმების გარეშე, ვითარდება. დღეს ამ პრობლემას ყოველკვირეულ ”რეგიონალურ მაცნეში” შევეხებით.
გასული სამუშაო კვირა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების გამოქვეყნებით დაიწყო.
ნაციონალურმა მოძრაობამ გამოაცხადა, რომ იწყებს ახალ ეროვნულ მოძრაობას.
„19 აპრილი ნაციონალური განხეთქილების ფონზე” - გაზეთ ”რეზონანსის” თანახმად, აქციაზე ვანო მერაბიშვილი ”ნაციონალური მოძრაობის უმაღლეს საფეხურზე თავის ლეგიტიმაციას მოახდენს და ასევე შეეცდება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სავარძელი შეარყიოს.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულების გასხვისება უკანასკნელ ხანს არაერთი კონფლიქტის მიზეზი გახდა. რეგიონალურ მაცნეში დღეს რამდენიმე შემთხვევას შევეხებით და შევეცდებით გავარკვიოთ, რატომ იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას მიწის ყიდვა-გაყიდვა.
რა ფორმით გაიმართება სამხედრო აღლუმი 26 მაისს? გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერჯერობით მიღებული არ არის.
საქართველოში მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე აქცენტი თავად პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომდევნო სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები გამომცემლობების გვერდის ავლით, სტამბებში დაიბეჭდება და საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს უფასოდ დაურიგდება...
საქართველოს მთავრობა საზოგადოებას დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითად პრინციპებს აცნობს. ამ მიზნით უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, თუმცა, იმავდროულად, დღის წესრიგში რჩება მოქმედ თვითმმართველობებში პოლიტიკური ბალანსის ცვლილებების საკითხიც.
გაზეთი ”რეზონანსი” კი დღეს თავის ერთ-ერთ მოწინავე სტატიაში გალში მოსწავლეთა მასობრივი პასპორტიზაციის დაწყების საკითხს ეხება და შენიშნავს, რომ გალის რაიონის ქვედა ზონაში ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას რუსი ოკუპანტები უკვე სკოლის მოსწავლეებსაც აკავებენ.
პატიმრები უკმაყოფილო არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პირობებით.
”მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის” ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ ”შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” განხორციელება დაიწყო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის დეკრიმინალიზაციის ინიციატივა.
ჩამოტვირთე მეტი