საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პრეზიდენტის რწმუნებულებს ვიწროპარტიულ ინტერესებზე უარის თქმისა და რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად საქმიანობისაკენ მოუწოდებს. მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას თანახმად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ახალი ხელისუფლების პირობებში, პრეზიდენტის რწმუნებულთა უმრავლესობა უარს ამბობს სამინისტროსთან თანამშრომლობაზე და ცალკეულ შემთხვევებში საბოტაჟსაც მიმართავს. ამ ბრალდებას პრეზიდენტის რწმუნებულები კატეგორიულად უარყოფენ.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ საბოტაჟის მაგალითად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელ პროექტთა ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების რეესტრი მოიყვანა. აღნიშნულ ფონდში დასაფინანსებლად პროექტების წარდგენის შესაძლებლობა, მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტებთან ერთად, პრეზიდენტის რწმუნებულებსაც აქვთ, თუმცა ისინი ამ უფლებით თითქმის არ სარგებლობენ:
”საერთო ჯამში, მათ მიერ წარმოდგენილი იქნა სამი პროექტი, იმ დროს როდესაც თვითმმართველობების მიერ, ჯამში, 2000 პროექტამდე იყო წარმოდგენილი. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ გუბერნატორებმა ვერ შეისწავლეს თავიანთ ტერიტორიაზე არსებული პრობლემები. მათ შეეძლოთ წარმოედგინათ ის პროექტები, რომლებიც რამდენიმე თვითმმართველობას ერთად ეხებოდა და მხოლოდ სამმა გუბერნატორმა თითო-თითო პროექტის წარმოდგენა შეძლო. მათ მოუწოდებთ, რომ უპასუხისმგებლო განცხადებებს მოერიდონ და შეასრულონ ის, რაც, პირველ რიგში, მოსახლეობისთვის იქნება საკეთილდღეო”.
შოთა მურღულია აქვე აღნიშნავს, რომ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე გუბერნატორებმა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთარ რეგიონებში არსებული ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით წერილობით მხოლოდ ათჯერ მიმართეს და არ იზრუნეს იმაზე, რომ ეს და სხვა პრობლემები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის მიხედვით მოგვარებულიყო.
ბრალდება, თავის მხრივ, სრულიად მიუღებელი და გაუგებარია მცხეთა-მთიანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ხათუნა ოჩიაურისთვის. იგი ამბობს, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტრო თავისი უმოქმედობის გადაფარვას ცდილობს, გაღმა შედავების პრინციპს მიმართავს და პრეზიდენტის რწმუნებულებთან თანამშრომლობის სურვილს თავადვე არ გამოხატავს. ამის მაგალითად ხათუნა ოჩიაურს მოჰყავს, ერთი მხრივ, სამინისტროს მხრიდან რეგიონის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის იმპლიმენტაციის საკითხზე დანიშნული შეხვედრის ჩაშლა, მეორე მხრივ კი, შეხვედრა, რომელზეც განმარტებული იყო, რომ ადგილობრივი პროექტების ინიცირებასა და დაფინანსებაში გუბერნია აღარ იქნება ჩართული და თვითმმართველობებმა პირდაპირ სამინისტროს უნდა მიმართონ:
”შემდეგ ეს ყველაფერი გამყარდა ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული დადგენილებით, რომელშიც პირდაპირ განსაზღვრავენ, რომ გუბერნიები პროექტების ინიცირებაში საერთოდ აღარ შეიძლება იყვნენ ჩართულები. მხოლოდ რეგიონალური პროექტები დაუტოვეს გუბერნიებს, მაგალითად, თუ ორ რაიონში ერთდროულად ერთი პროექტი უნდა განხორციელდეს, ანუ კანონით მათ აგვიკრძალეს ჩვენ რაიონის მასშტაბის პროექტებში მონაწილეობა. და დღეს უკვე თავიანთი უმოქმედობა რომ ახსნან, ისევ მიმართავენ აბსოლუტურ ტყუილს“.
თავის მხრივ, კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილი სამინისტროს მიერ მასა და მისი კოლეგებისადმი გამოხატულ პრეტენზიებს პოლიტიკური შანტაჟის ნაწილად მიიჩნევს. იგი არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს განცხადება ემსახურებოდეს კანონმდებლობის შეცვლის განზრახვას იმგვარად, რომ პრეზიდენტს გუბერნატორების დანიშვნის უფლება ჩამოერთვას და პრემიერ-მინისტრს გადაეცეს. რაც შეეხება თანამშრომლობას, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ კახეთის რეგიონის მოსახლეობის პრობლემების მოგვარების მიზნით, წერილობით არაერთხელ მიუმართავს როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, ისე რეგიონალური განვითარების სამინისტროს მაღალჩინოსნებისათვის. სამინისტრო კი პრეზიდენტის რწმუნებულებისგან რეგიონალური განვითარების ფონდში პროექტების წარდგენას მოითხოვს, მაშინ როდესაც თავად დიდწილად ამ ინსტიტუტის იგნორირებით და მასთან კონფრონტაციითაა დაკავებული.
”სამინისტრომ რწმუნებულები რეგიონალური განვითარების ფონდის კომისიაშიც კი არ შეიყვანა”, - შენიშნავს ზურაბ ჭიაბერაშვილი, სამინისტროს მიერ რწმუნებულების საბოტაჟსა და სტიქიის დროს უმოქმედობაში დადანაშაულების შესახებ კი ამბობს:
”თქვენ შეგიძლიათ დაურეკოთ მინისტრ კირვალიძეს და მინისტრ ნარმანიას და ჰკითხოთ, როგორ ვმოქმედებდი მე მათთან ერთად, როდესაც 11 აპრილს თელავის რაიონში, რამდენიმე სოფელში, მოვიდა ძალიან ძლიერი სეტყვა - განსაკუთრებით სოფელ რუისპირში. არანაირად, ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღე ითხოვდა მოსახლეობა კომისიის შექმნას, მე, როგორც გუბერნატორს, არ გამომიყენებია პოლიტიკური თვალსაზრისით და, პირიქით, ორივე მინისტრს ვეხმარებოდი მოსახლეობასთან კომუნიკაციაში”.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოების“ თავმჯდომარე ნინო ლომჯარია კი ფიქრობს, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტროსა და პრეზიდენტის რწმუნებულებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე დავა სწორედაც რომ პოლიტიკური საკითხია:
”როდესაც საუბარია არა, ვთქვათ, მუნიციპალიტეტებში, არამედ რეგიონალურ დონეზე განსახორციელებელ პროექტებზე, იქ, ბუნებრივია, ჩართული უნდა იყოს გუბერნატორიც, იმიტომ რომ გუბერნატორი კურირებს იმ რეგიონში რა ხდება და ასე შემდეგ. პრეტენზია იარსებებს, ბუნებრივია, იმიტომ რომ უნდა იყოს გუბერნატორი ჩართული, ინფორმირებული უნდა იყოს, თავისი მოსაზრების გამოხატვა შეუძლია და ასე შემდეგ, მაგრამ თუ არ ერთვება, ეს არის მათი პოლიტიკური დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ”.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონალური განვითარების ფონდში პროექტები, როგორც ითქვა, მხოლოდ სამი რეგიონის რწმუნებულებმა წარადგინეს. ეს რეგიონებია შიდა ქართლი, იმერეთი და გურია.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ საბოტაჟის მაგალითად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელ პროექტთა ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების რეესტრი მოიყვანა. აღნიშნულ ფონდში დასაფინანსებლად პროექტების წარდგენის შესაძლებლობა, მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტებთან ერთად, პრეზიდენტის რწმუნებულებსაც აქვთ, თუმცა ისინი ამ უფლებით თითქმის არ სარგებლობენ:
”საერთო ჯამში, მათ მიერ წარმოდგენილი იქნა სამი პროექტი, იმ დროს როდესაც თვითმმართველობების მიერ, ჯამში, 2000 პროექტამდე იყო წარმოდგენილი. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ გუბერნატორებმა ვერ შეისწავლეს თავიანთ ტერიტორიაზე არსებული პრობლემები. მათ შეეძლოთ წარმოედგინათ ის პროექტები, რომლებიც რამდენიმე თვითმმართველობას ერთად ეხებოდა და მხოლოდ სამმა გუბერნატორმა თითო-თითო პროექტის წარმოდგენა შეძლო. მათ მოუწოდებთ, რომ უპასუხისმგებლო განცხადებებს მოერიდონ და შეასრულონ ის, რაც, პირველ რიგში, მოსახლეობისთვის იქნება საკეთილდღეო”.
შემდეგ ეს ყველაფერი გამყარდა ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული დადგენილებით, რომელშიც პირდაპირ განსაზღვრავენ, რომ გუბერნიები პროექტების ინიცირებაში საერთოდ აღარ შეიძლება იყვნენ ჩართულები. მხოლოდ რეგიონალური პროექტები დაუტოვეს გუბერნიებს...ხათუნა ოჩიაური
ბრალდება, თავის მხრივ, სრულიად მიუღებელი და გაუგებარია მცხეთა-მთიანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ხათუნა ოჩიაურისთვის. იგი ამბობს, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტრო თავისი უმოქმედობის გადაფარვას ცდილობს, გაღმა შედავების პრინციპს მიმართავს და პრეზიდენტის რწმუნებულებთან თანამშრომლობის სურვილს თავადვე არ გამოხატავს. ამის მაგალითად ხათუნა ოჩიაურს მოჰყავს, ერთი მხრივ, სამინისტროს მხრიდან რეგიონის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის იმპლიმენტაციის საკითხზე დანიშნული შეხვედრის ჩაშლა, მეორე მხრივ კი, შეხვედრა, რომელზეც განმარტებული იყო, რომ ადგილობრივი პროექტების ინიცირებასა და დაფინანსებაში გუბერნია აღარ იქნება ჩართული და თვითმმართველობებმა პირდაპირ სამინისტროს უნდა მიმართონ:
”შემდეგ ეს ყველაფერი გამყარდა ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული დადგენილებით, რომელშიც პირდაპირ განსაზღვრავენ, რომ გუბერნიები პროექტების ინიცირებაში საერთოდ აღარ შეიძლება იყვნენ ჩართულები. მხოლოდ რეგიონალური პროექტები დაუტოვეს გუბერნიებს, მაგალითად, თუ ორ რაიონში ერთდროულად ერთი პროექტი უნდა განხორციელდეს, ანუ კანონით მათ აგვიკრძალეს ჩვენ რაიონის მასშტაბის პროექტებში მონაწილეობა. და დღეს უკვე თავიანთი უმოქმედობა რომ ახსნან, ისევ მიმართავენ აბსოლუტურ ტყუილს“.
თქვენ შეგიძლიათ დაურეკოთ მინისტრ კირვალიძეს და მინისტრ ნარმანიას და ჰკითხოთ, როგორ ვმოქმედებდი მე მათთან ერთად, როდესაც 11 აპრილს თელავის რაიონში, რამდენიმე სოფელში, მოვიდა ძალიან ძლიერი სეტყვა...ზურაბ ჭიაბერაშვილი