საარჩევნო უბნებიდან 20 მეტრის რადიუსში აგიტაცია აიკრძალება - საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ეს რეგულაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემზღუდავი ნორმის აღსრულების სირთულეზე გაამახვილა ყურადღება და საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნული ცვლილების დამტკიცებისაგან თავის შეკავების თხოვნით მიმართა. არის თუ არა გადაუდებელი საჭიროება საარჩევნო უბნების გარეთ აგიტაციის აკრძალვის კანონით მოწესრიგება და საფუძვლიანია თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თხოვნა? ამ თემაზე საუბრობენ რადიო თავისუფლების ყოველკვირეული დისკუსიის სტუმრები - ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროექტის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი და ”არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის” დირექტორი კახი კახიშვილი.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1