ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების მეორე მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა: ბიუჯეტი ჩავარდა. საკრებულომ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დაპირისპირების ფონზე განიხილა.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემებზე ვისაუბრებთ. შევეხებით ასევე ხორცის კონტროლით გამოწვეული უკმაყოფილების მიზეზს.
ამერიკელი კონგრესმენები მიესალმებიან ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას, ნატოს 2014 წლის სამიტზე პრიორიტეტად ნატოს გაფართოების პერსპექტივა აქციოს.
2014 წლის 4 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეგრეთ წოდებულ „ტრაქტორების საქმეზე“ სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა და დაკავებულებს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდება მოეხსნათ.
რადიო არის მნიშვნელოვანი და მზარდი მედიასაშუალება, რომელიც კარგადაა ადაპტირებული თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებთან - ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა TNS-ისა და IREX-ის კვლევის შედეგები.
მთავარი მოწმე ლევან ბუხაიძე ამბობს, რომ ბოლო დროს მედიასაშუალებებში მის წინააღმდეგ აბსურდული შინაარსის ცრუ ბრალდებები ქვეყნდება.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ სამხარეო ადმინისტრაციებში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე ვისაუბრებთ. შევჩერდებით ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტებსა და დევნილთა მოთხოვნებზე. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, ლაგოდეხიდან და ახალციხიდან.
საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში - დღეს სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს სპორტსმენების მონაწილეობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები იმართება.
დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს 12 თებერვლის სხდომაზე იმსჯელებენ. რიგგარეშე სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ 31 იანვარს, დღის პირველ ნახევარში, მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამომცემლობებსა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის არსებული დავის განხილვა დაიწყო.
თითქმის ორი დღე გაგრძელდა შრომითი უფლებების დასაცავად საქართველოს საჯარო სკოლების მანდატურების საპროტესტო აქციები და საგანგებო პრესკონფერენციები.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო თებერვლიდან „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ განხორციელებას იწყებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ბიუჯეტიდან კიდევ ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსებას აპირებს.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია - „მოქალაქე“ დააფუძნა. ორგანიზაციის ოფიციალური პრეზენტაცია 28 იანვარს გაიმართება.
საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, საქართველოში პროგრესი შეინიშნება.
დღეს ყოველკვირეულ „რეგიონალურ მაცნეში“ შემოგთავაზეთ სიუჟეტებს თემებზე: როგორ აისახა ლარის კურსის ვარდნა ქუთაისელთა ყოფაზე.
გასული სამუშაო კვირა წინასაშობაო განწყობითა და მასთან დაკავშირებული მოვლენებით დაიწყო. წინა ორი დღის დარად, 6 იანვარსაც მცხეთაში ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ ქალაქში ათასობით მორწმუნემ მოიყარა თავი.
საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ, 7 იანვარს, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელმა კომპანიამ „RMG-გოლდმა“ ტექნიკა შეიყვანა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დღეს საზოგადოებას 2014 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის განახლების შემდეგ, 20 იანვრიდან, მანდატურის სამსახური ნაწილობრივად რეორგანიზებული სახით შეუდგება მუშაობას.
ჩამოტვირთე მეტი