გასული სამუშაო კვირა წინასაშობაო განწყობითა და მასთან დაკავშირებული მოვლენებით დაიწყო. წინა ორი დღის დარად, 6 იანვარსაც მცხეთაში ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ ქალაქში ათასობით მორწმუნემ მოიყარა თავი. მორწმუნეებმა მცხეთისკენ სვლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სამთავროს დედათა მონასტრის მონაზონმა პარასკევამ განაცხადა, მივიღე მინიშნება, რომ შობამდე წმინდანად შერაცხილი ბერის, გაბრიელის, საფლავზე მისულ მლოცველებს ორ-ორი სურვილი აუსრულდებათო. თავის მხრივ, ხმაურიანი აღმოჩნდა შობის მომდევნო დღეებიც, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული შეხედულებების, მათ შორის, ბავშვების ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადების პრობლემურ საკითხად მიჩნევის გამო. ასოციაცია „მომავლის იმედის“ წარმომადგენელი თამარ ხაჭაპურიძე ერთადერთი იყო, ვინც ტრადიციულ საშობაო ალილოზე პლაკატით ხელში გააპროტესტა საშობაო ეპისტოლეს სწორედ ეს ნაწილი, მოგვიანებით კი საპატრიარქოსთან ეპისტოლეთი უკმაყოფილო ადამიანთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რასაც ეპისტოლეს მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
საპატრიარქოსთან 8 იანვარს მომხდარი ინციდენტების გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ 100-100 ლარით დააჯარიმა დაკავებული სამი პირი, რომელთაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულში, ანუ წვრილმან ხულიგნობაში, დაედოთ ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მეოთხე დაკავებულს მხოლოდ გაფრთხილება აკმარა. დაზარალებულები, შესაბამისად, სასჯელის არაადეკვატურობაზე ალაპარაკდნენ. მათ შორისაა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი გიორგი ნონიაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ საქმე დაუსჯელობის ტენდენციასა და მისგან მომდინარე საფრთხეებთან გვაქვს:
“იგივე ამ შემთხვევაში, იგივე 17 მაისის შემთხვევაში ნათელია ის ამბავი, რომ შეიძლება ადამიანს ამ კონტექსტში ღიად სცემო, მასზე იძალადო, ვიდეოკამერები აფიქსირებენ, გადაღებულია ყველაფერი, ძალიან ბევრი ადამიანი შეესწრო, მაგრამ ის არ ისჯება, ან იმდენად სასაცილოა სადამსჯელო ღონისძიება, რომ მასზე საუბარი არც ღირს. ამ მოდულში და ამ კონტექსტში თუ ასე გაგრძელდა, მუდმივად იქნება დაუსჯელობის სინდრომი“.
საპროტესტო აქციები კი გასულ კვირაში გამართეს როგორც ისტორიული მემკვიდრეობისა თუ გარემოს ქომაგებმა, ისე ხელოვნების მუშაკთა ნაწილმა. კვირის ბოლოს, მაგალითად, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითმა დასმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა - აქციის მონაწილეებმა მას არაპროფესიონალიზმში დასდეს ბრალი. თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან გასულ კვირაში კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას მისამართითაც გაისმა. საქმე ეხებოდა საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიულ ოქროს საბადოზე წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის, „RMG-გოლდის“ მიერ სამუშაოების განახლების მცდელობას, რაც საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების მხრიდან ვანდალიზმის აქტად შეფასდა. მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი მარიამ გურგენიძე ამბობს:
“დარჩენილია კიდევ ძალიან ბევრი გამოსაკვლევი ადგილი და სანამ ჯერ კიდევ შეიძლება გადავარჩინოთ ეს უნიკალური ძეგლი, მოვედით, რომ მოვუწოდოთ კომპანიას, აღკვეთონ, სასწრაფოდ შეაჩერონ იქ თავიანთი სამუშაოები“.
კომპანია კი თავის პირობას აყენებს. “RMG-გოლდის“ თანამშრომელი სოსო ცაბაძე აცხადებს:
“კომპანიის პოზიცია ასეთია: კომპანია არ სცილდება არც საკანონმდებლო ჩარჩოს, არ სცილდება საქართველოს მთავრობის ორგანოებთან შეთანხმებულ გარკვეულ ნაბიჯებს. ერთადერთი - გადაწყვიტოს საქართველოს მთავრობამ, გვაძლევს ნებართვას, გავაგრძელებთ სამუშაოებს, თუ არ გვაძლევს ნებართვას, გავალთ ამ ფართობიდან“.
მეცნიერთა მტკიცებით, საყდრისის ოქროს მომპოვებელი მაღარო უძველესია მსოფლიოში და მას განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. კულტურის სამინისტრომ მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის ზაფხულში მოუხსნა, თუმცა საბოლოო დასკვნა, შეუძლია თუ არა ტერიტორიაზე სამთო-მომპოვებელი სამუშაოების გაგრძელება “RMG“-ს, არ დაუდვია. კულტურის მინისტრი საკითხის კომპლექსურად მოგვარების მომხრეა და პროცესში უცხოელი, კერძოდ, გერმანელი ექსპერტების ჩართვასაც არ გამორიცხავს. საზოგადოების ის ნაწილი კი, რომელმაც გასულ კვირაში საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენას და ოქროს მომპოვებელი სამუშაოების შეჩერებას საპროტესტო გამოსვლებით ითხოვდა, საკითხის დადებითად გადაუწყვეტლობის შემთხვევაში, უფრო ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრება.
ფართო და მრავალრიცხოვანი იყო გასულ სამუშაო კვირაში ის საპროტესტო აქცია, რომელიც ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის დაწყების საწინააღმდეგოდ თბილისის მერიის წინ გაიმართა. აქციის ორგანიზატორების შეფასებით, თბილისის მერიამ სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმების უფლება ბოროტად გამოიყენა და გასცა ნებართვა მშენებლობაზე, რომელიც ზიანს აყენებს ვაკის პარკის რეკრეაციულ ზონას. „პარტიზანული მებაღეობა“ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს, თუმცა მისი წარმომადგენელი ნატა ფერაძე ამბობს, რომ გადამწყვეტი ამ ბრძოლაში მაინც სამოქალაქო აქტივობაა:
“ამ საჩვრებს ძალიან უცებ დებენ თაროზე. ერთადერთი სამოქალაქო ჩართულობაა. თითოეულმა მოქალაქემ არ უნდა დაიზაროს, არ უნდა იფიქროს, მე ამას ვერ შევცვლიო. ჩვენ ამას შევძლებთ ყველანი ერთად. ეს არის ჩვენი არჩეული ხალხი და ჩვენ ამას შევცვლით“.
თუმცა თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე ამბობს, რომ ნებართვა სასტუმროს მშენებლობაზე კანონის დაცვითაა გაცემული და არჩევანის მხოლოდ გარემოს სასარგებლოდ გაკეთება ძნელი იქნება:
“ეს ტერიტორია იყო ყოფილი რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორია, რომელიც 90-იან წლებში დაიწვა და ის არასდროს შედიოდა ვაკის პარკის საზღვრებში და არც ახლა შედის, ვინაიდან ეს არის კერძო საკუთრება და კერძო საკუთრებაა 90-იანი წლებიდან. იგი ახლა არ გამხდარა კერძო საკუთრება. ეს თემა არის აშკარად ან ძალიან დიდი შეცდომა, ან საგანგებო პროვოკაცია, რომ თითქოს ეს ვაკის პარკს რამენაირად ეხება. მართალია, არის სარეკრეაციო ზონა, მაგრამ კანონის სრული დაცვით არის გაცემული ნებართვა“.
11 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ რამდენიმე დღით საქართველო დატოვა. ადვოკატის თანახმად, რაც პროკურატურამაც დაადასტურა, მიუხედავად იმისა, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოება მიმდინარეობს, მას ქვეყნის დატოვების შეზღუდვა არ ჰქონია. შესაბამისად, პირადი საქმის გამო ქვეყნიდან მისი გასვლის შესახებ ინფორმირებული იყო როგორც სასამართლო, ისე პროკურატურა. ადვოკატის თანახმად, გიგი უგულავა 15 იანვარს დანიშნულ პროცესს დაესწრება.
შიდაპოლიტიკური ცხოვრება კი გასულ სამუშაო კვირაში 2014 წელს მთავრობის პირველი სხდომის გამართვით გაგრძელდა. სხდომა, თავის მხრივ, საინტერესო აღმოჩნდა თემით, არის თუ არა კოორდინაციის პრობლემა ხელისუფლებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: „სოზარ, ის თემა ვინ ასწია ქურდების კანონის გადახედვის თაობაზე? ეს ცალსახაა: ჩვენი პოზიციაა, რომ ეს კანონი არ გადაიხედება და ამაზე თუ შეგეკითხებიან, გააკეთეთ კომენტარი. მე ვნახე გუშინ შენი კომენტარი“.
სოზარ სუბარი: “დიახ, რა თქმა უნდა. და როცა პატიმართა შიმშილობები იყო, მე ამას მკაფიოდ ვამბობდი, რომ ყველა თემაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი პატიმრებთან თუ მათ მხარესთან, მაგრამ ამ თემაზე დიალოგი არ იქნება“.
ირაკლი ღარიბაშვილი: „ აბა, რა! რა დროე ეს არის...რაღაც თემა ასწიეს უაზროდ. გაუგებარი იყო ეს ჩემთვის. ქურდების თემა ტყუილად წამოსწიეს...“
საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა საგადასახადო კოდექსისათვის მომზადებული ცვლილებაც, რომელიც საგადასახადო საიდუმლოებაზე წვდომის უფლების მქონეთა წრის გაფართოებას გულისხმობს. ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებებს ერთმანეთთან შეთანხმებულად მუშაობისკენ მოუწოდა, რაც, თავის მხრივ, პოლიტიკურმა ოპონენტებმა პრემიერ-მინისტრს კოორდინაციის პრობლემის აღიარებად ჩაუთვალეს.
საპატრიარქოსთან 8 იანვარს მომხდარი ინციდენტების გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ 100-100 ლარით დააჯარიმა დაკავებული სამი პირი, რომელთაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულში, ანუ წვრილმან ხულიგნობაში, დაედოთ ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მეოთხე დაკავებულს მხოლოდ გაფრთხილება აკმარა. დაზარალებულები, შესაბამისად, სასჯელის არაადეკვატურობაზე ალაპარაკდნენ. მათ შორისაა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი გიორგი ნონიაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ საქმე დაუსჯელობის ტენდენციასა და მისგან მომდინარე საფრთხეებთან გვაქვს:
“იგივე ამ შემთხვევაში, იგივე 17 მაისის შემთხვევაში ნათელია ის ამბავი, რომ შეიძლება ადამიანს ამ კონტექსტში ღიად სცემო, მასზე იძალადო, ვიდეოკამერები აფიქსირებენ, გადაღებულია ყველაფერი, ძალიან ბევრი ადამიანი შეესწრო, მაგრამ ის არ ისჯება, ან იმდენად სასაცილოა სადამსჯელო ღონისძიება, რომ მასზე საუბარი არც ღირს. ამ მოდულში და ამ კონტექსტში თუ ასე გაგრძელდა, მუდმივად იქნება დაუსჯელობის სინდრომი“.
დარჩენილია კიდევ ძალიან ბევრი გამოსაკვლევი ადგილი და სანამ ჯერ კიდევ შეიძლება გადავარჩინოთ ეს უნიკალური ძეგლი, მოვედით, რომ მოვუწოდოთ კომპანიას, აღკვეთონ, სასწრაფოდ შეაჩერონ იქ თავიანთი სამუშაოები...მარიამ გურგენიძე
“დარჩენილია კიდევ ძალიან ბევრი გამოსაკვლევი ადგილი და სანამ ჯერ კიდევ შეიძლება გადავარჩინოთ ეს უნიკალური ძეგლი, მოვედით, რომ მოვუწოდოთ კომპანიას, აღკვეთონ, სასწრაფოდ შეაჩერონ იქ თავიანთი სამუშაოები“.
კომპანია კი თავის პირობას აყენებს. “RMG-გოლდის“ თანამშრომელი სოსო ცაბაძე აცხადებს:
“კომპანიის პოზიცია ასეთია: კომპანია არ სცილდება არც საკანონმდებლო ჩარჩოს, არ სცილდება საქართველოს მთავრობის ორგანოებთან შეთანხმებულ გარკვეულ ნაბიჯებს. ერთადერთი - გადაწყვიტოს საქართველოს მთავრობამ, გვაძლევს ნებართვას, გავაგრძელებთ სამუშაოებს, თუ არ გვაძლევს ნებართვას, გავალთ ამ ფართობიდან“.
მეცნიერთა მტკიცებით, საყდრისის ოქროს მომპოვებელი მაღარო უძველესია მსოფლიოში და მას განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. კულტურის სამინისტრომ მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის ზაფხულში მოუხსნა, თუმცა საბოლოო დასკვნა, შეუძლია თუ არა ტერიტორიაზე სამთო-მომპოვებელი სამუშაოების გაგრძელება “RMG“-ს, არ დაუდვია. კულტურის მინისტრი საკითხის კომპლექსურად მოგვარების მომხრეა და პროცესში უცხოელი, კერძოდ, გერმანელი ექსპერტების ჩართვასაც არ გამორიცხავს. საზოგადოების ის ნაწილი კი, რომელმაც გასულ კვირაში საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენას და ოქროს მომპოვებელი სამუშაოების შეჩერებას საპროტესტო გამოსვლებით ითხოვდა, საკითხის დადებითად გადაუწყვეტლობის შემთხვევაში, უფრო ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრება.
ფართო და მრავალრიცხოვანი იყო გასულ სამუშაო კვირაში ის საპროტესტო აქცია, რომელიც ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის დაწყების საწინააღმდეგოდ თბილისის მერიის წინ გაიმართა. აქციის ორგანიზატორების შეფასებით, თბილისის მერიამ სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმების უფლება ბოროტად გამოიყენა და გასცა ნებართვა მშენებლობაზე, რომელიც ზიანს აყენებს ვაკის პარკის რეკრეაციულ ზონას. „პარტიზანული მებაღეობა“ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს, თუმცა მისი წარმომადგენელი ნატა ფერაძე ამბობს, რომ გადამწყვეტი ამ ბრძოლაში მაინც სამოქალაქო აქტივობაა:
ეს ტერიტორია იყო ყოფილი რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორია, რომელიც 90-იან წლებში დაიწვა და ის არასდროს შედიოდა ვაკის პარკის საზღვრებში და არც ახლა შედის, ვინაიდან ეს არის კერძო საკუთრება და კერძო საკუთრებაა 90-იანი წლებიდან. იგი ახლა არ გამხდარა კერძო საკუთრება...სევდია უგრეხელიძე