ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
მოხალისეობრივი საქმიანობა საქართველოში უახლოესი მომავლიდან საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა - პარლამენტის ჯანდაცვისა და იურიდიულმა კომიტეტებმა ამ დღეებში მხარი დაუჭირეს „მოხალისეობის შესახებ“ კანონპროექტს.
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ „უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის არსებულ რედაქციას.
მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის შესახებ საქართველოში ზუსტი მონაცემები პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა პრობლემა რომ აქტუალურია, ჩვენს სიუჟეტებშიც მკაფიოდ გამოჩნდა.
როგორ უნდა დაიცვას თავი ინფექციებისგან სტიქიური უბედურების შემდეგ დაბინძურებულ დედაქალაქში მოსახლეობამ და რა სამუშაოებს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო შესაძლო რისკების გასანეიტრალებლად.
თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულებს კიდევ ერთი დაემატა: 43 წლის მამაკაცი ზოოპარკიდან წყალდიდობის დროს დაკარგულმა ვეფხვმა დაგლიჯა.
სტიქიური მოვლენები საქართველოს რეგიონებში; ადამიანები, რომლებიც ამის გამო არაერთხელ დარჩენილან მოსავლის გარეშე, და სოლიდარობა, რომელსაც ისინი ერთმანეთის მიმართ იჩენენ.
რამდენიმე დღეში, 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ სატელევიზიო მიწისზედა მაუწყებლობაზე გადადის. ეს კი, სატელევიზიო მაუწყებლობის საკითხების ახლებურად დარეგულირების გარდა, სიახლეებს გულისხმობს მომხმარებელთათვისაც.
როგორ მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში, რომელიც თითქმის ორი თვეა დაიწყო.
კოალიცია „ქართული ოცნების“ პროექტის თანახმად, საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით, პრაქტიკულად, მოქმედი მოდელით ჩატარდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გამოუთქვამს და ვერც მომავალში გამოთქვამს მოსაზრებას ცალკეული ქვეყნის სამართალწარმოების ან ინდივიდუალური პირის კანონთან მიმართების შესახებ – განმარტა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში.
ადრეულ ასაკში ქორწინების მაჩვენებლით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
ვინ დაიკავებს ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციას და რატომ მიიღო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან კიდევ ერთი შეთავაზება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა?
ბიზნესკომპანიებმა, სამოქალაქო და აკადემიურმა ორგანიზაციებმა და მედიამ, სხვადასხვა პროფილის 50-მდე ორგანიზაციამ დააფუძნა სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლის მერხებს მხოლოდ ის პირველკლასელები მიუსხდებიან, რომელთაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდათ.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ ტურისტული სეზონისთვის მზადებისა და რეკრეაციული ზონების მდგომარეობის შესახებ ვისაუბრებთ.
უახლოეს მომავალში, 1 ივნისს, პარლამენტის ბიუროს წარედგინება „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში.
საქართველოს 1600-მდე საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა საატესტატო გამოცდები მიმდინარეობს. მოსწავლეებმა პირველი გამოცდა დღეს, 21 მაისს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს.
რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ ციფრულ მაუწყებლობაზე და როგორ მიმდინარეობს მზადება რეგიონებში მაუწყებლობის ახალ ფორმატზე გადასასვლელად.
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტები, რომლებიც ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
14-15 მაისს თბილისი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ, რიგით 24-ე, შეხვედრასა და ბიზნესფორუმს მასპინძლობს.
ჩამოტვირთე მეტი