ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
რა მდგომარეობაშია საგზაო ინფრასტრუქტურა საქართველოს რეგიონებში, რა კეთდება და რას ითხოვს მოსახლეობა.
გასული სამუშაო კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.
პრეზიდენტმა, პროცედურის შესაბამისად, პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა. მთავრობის განახლებულ გუნდს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატში მოუხდა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა მორიგი კვლევა, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების მიერ ქონებრივი დეკლარაციის შევსების მდგომარეობას ასახავს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 კაცი შეადგინა, რაც 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით 14, 7 პროცენტით ნაკლებია.
საქართველოში ეგრეთ წოდებული ახალბედა პროფესიების რიგს მიკუთვნებული სოციალური მუშაკის პროფესიის სტანდარტებზე, პრაქტიკულ სირთულეებსა და გამოწვევებზე, დღეს გამართული კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მსჯელობდნენ.
მსოფლიოს 199 ქვეყანას შორის საქართველო, პრესის თავისუფლების მაჩვენებლით, 93-ე ადგილს იკავებს და 48 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში რჩება.
სადავო საძოვრები, დაკარგული პირუტყვი და საქონლის ვაქცინაცია - დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ ამ თემებზე ვისაუბრებთ. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ლაგოდეხიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და ახალციხიდან.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აფეთქების ფაქტზე.
საქართველოს მთავრობა c ჰეპატიტის სრული ელიმინაციის პროგრამას იწყებს-დაავადების სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტის, „სოფოსბუვირის“, პირველი პარტია ქვეყანაში უახლოეს დღეებში შემოვა.
როგორია რეგიონების ეკონომიკური პოტენციალი და რა როლი ენიჭება მთავრობას ცალკეული პროექტების განხორციელების პროცესში - ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პრეზენტაცია უკვე რამდენიმე რეგიონში გამართა.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტები განიხილავენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტს, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მართლმსაჯულებაში ლიბერალურმიდგომებს ამკვიდრებს.
როგორ ცხოვრობს ახალგაზრდობა საქართველოს რეგიონებში და სად და როგორ ატარებს იგი თავისუფალ დროს - „რეგიონალურ მაცნეში“ ამ თემაზე შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ზუგდიდიდან, თელავიდან და ქუთაისიდან.
თბილისში, მელიქიშვილის 49-ში მდებარე ობიექტიდან 28 მარტს გამოსახლებული სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახები დედაქალაქის მერიას ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას სთხოვენ.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ვრცელი საანგარიშო მოხსენებით წარდგა.
დღეს, 7 აპრილს, „რეგიონულ მაცნეში“ ვისაუბრებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე ისეთ პროცესებზე, როგორიცაა: პრემიების გაცემა, „ქამრების შემოჭერა“, ეთიკის ქცევის კოდექსის მიღება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მხარს არ დაუჭერენ „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას, რომელიც საჰაერო თავდაცვის თაობაზე მემორანდუმის გაფორმების გარემოებათა შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე შეთანხმება მოქმედმა და „დე ფაქტო“ პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა, ჩაშალეს.
საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებული „კაბელების საქმის“ წინასასამართლო სხდომა 15 აპრილს განახლდება. მხარეთა თანახმად, სხდომის გადადება ძირითადად ტექნიკური ხასიათის საკითხებმა განაპირობა.
როგორია კრიმინოგენური ვითარება რეგიონებში? - დღეს, 31 მარტს, „რეგიონალურ მაცნეში“ ამ თემაზე შევჩერდებით და, ქურდობისა და წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევების გარდა, რამდენიმე გახმაურებული საქმის სასამართლო წარმოების შესახებაც ვისაუბრებთ.
ჩამოტვირთე მეტი