ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
დავით ნარმანიას თანახმად, დედაქალაქის ბიუჯეტს ჩაუტარდა რევიზია და გაკეთდა 1 800 000 ლარზე მეტი დანაზოგი.
დღევანდელ „რეგიონალურ მაცნეში“ ვისაუბრებთ თემაზე - საგაზაფხულო სამუშაოები და მისი თანმდევი ობიექტური და სუბიექტური სიძნელეები, რომელთაც ფერმერები აწყდებიან.
ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პირველი ქალი თავმჯდომარეა. საქართველოს პარლამენტმა იგი 20 მარტს ერთხმად, 88 ხმით, დაამტკიცა.
მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, პრაქტიკულად უკვე მიღწეულია შეთანხმება საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მრავალპარტიული ფორმატის შექმნის შესახებ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების ახალ ეტაპზე სოფლის მოსახლეობა ძირითადად ძველი პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
სავალუტო კრიზისი და ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების გზები - ეს საკითხი გასული კვირის განმავლობაში განვითარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ქმედებად აფასებს რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო წვრთნებს.
საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს პარლამენტი აღარ იმსჯელებს. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა საყდრისის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის უფროსი სპეციალისტი.
როგორ პასუხობს სავალუტო კრიზისს ადგილობრივი ხელისუფლება და რა პროცესები მიმდინარეობს თვითმმართველობის ორგანოებში.
გუშინ, საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები ეკონომიკური გუნდის მინისტრებს შეხვდნენ და მოისმინეს ის ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად იგეგმება.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ეკონომიკური გაჯანსაღების პერსპექტივებზე იმსჯელეს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა და ბიზნესმენებმა.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ ლარის გაუფასურების თემაზე შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ქუთაისიდან და ახალციხიდან.
ლარის კურსის ვარდნისა და ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები დეპუტატებმა პარლამენტში დაიბარეს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ექსტრადიციის შესახებ უკრაინიდან ოფიციალური უარი მიიღო.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ მიწის პრივატიზებისა და დამუშავების საკითხებზე ვისაუბრებთ. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ლაგოდეხიდან, ზუგდიდიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 0,5 პროცენტით გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი ვიზების დამზადების, გასაღებისა და გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2 პირი მიეცა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქვეყანაში სხვადასხვა ძალების მიერ დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას არ გამორიცხავს.
„საქართველოს ჰიბრიდული ომის ეშინია“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ინტერნეტგამოცემა „გაზეტა რუ“ იუწყება, რომ, უკრაინაში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ, ნატო საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებას აპირებს.
ჩამოტვირთე მეტი