ადრეულ ასაკში ქორწინების მაჩვენებლით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ადრეული ქორწინების შესახებ ზუსტი სტატისტიკის არქონის მიუხედავად, საჯარო სკოლების მაღალ კლასებში სწავლას ყოველწლიურად ასობით მოსწავლე წყვეტს, უმრავლესობა დაოჯახების მიზნით. მავნე პრაქტიკის შესაჩერებლად, სახალხო დამცველი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, შეცვალოს არასრულწლოვანთა, 16-დან 18 წლამდე მოზარდთა ქორწინებაზე თანხმობის წესი. ინიციატივის შესახებ ნონა მჭედლიშვილი სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს, ეკატერინე სხილაძეს ესაუბრა.