დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში კომპანია „თელასის“ განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართება.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა წინადადებაზე, რომ ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მხარდამჭერ ქვეყნებს ემბარგო დაუწესდეთ.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოში წარმოებული პროდუქტის ექსპორტი და კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე.
გასული თვის ბოლოს საქართველოში მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა. კანონი ითვალისწინებს ეკონომიკურ სტიმულირებას ბიზნესისათვის, სოციალურ შეღავათებს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის.
აზარტული თამაშები ის სფეროა, რომელზეც არასდროს არსებობს ერთიანი აზრი: ერთი მხრივ, ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური შემოსავლის, მათ შორის, ბიუჯეტის წყაროა, სხვისთვის კი - დაკანონებული დამოკიდებულება თამაშზე.
მიმდინარე კვირას საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და „ჯიარდისი ჰოლდინგში“ შემავალ შპს „ახალ მიტარბს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სადაზღვევო კომპანიებმა შეაჯამეს ის ზარალი, რომელიც 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად მათ ანაზღაურებას დაექვემდებარა. ეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ჯერჯერობით აუთვისებელია დაზღვევის შესაძლებლობები და მოსახლეობა ვერ აცნობიერებს იმას, რომ საკუთარი ქონების დაზღვევის ვალდებულება თავად უნდა იკისრონ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა ჩატარდა.
საქართველოში ინვესტიციებისა და გზავნილების შემცირების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ წარიმართება საქართველოს საგარეო ვაჭრობა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაგეგმილია საჯარო განხილვა ტყით სარგებლობის წესის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტისა.
გასული კვირის მიწურულს საქართველოს პარლამენტმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: 2015 წლის კორექტირებული ბიუჯეტი და ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაატკიცა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სახელმწიფო საწარმოთა საქმიანობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოეხმაურა.
ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს არაერთი რეფორმის გატარება ელის.
სახელმწიფო საწარმოების უმეტესობა რომ ქვეყნისთვის კვლავ ტვირთია და არა შემოსავლის წყარო, ამას რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიც მოწმობს.
საბერძნეთის საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ 12 ივლისისთვის დაგეგმილი სამიტი არ გაიმართა. მიზეზი საბერნეთისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის გაჭიანურებაა.
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, თითქმის 30 პროცენტზე მეტად, არის შემცირებული.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთი წლის შედეგები შეაჯამა.
პარლამენტში „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მსჯელობენ.
თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე ახალი ტარიფის დადგენის საკითხი დღეს გაირკვევა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გადაწყვეტილებას დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.
მსოფლიო ბანკის ანგრიშის მიხედვით, 2014 წლის სექტემბრის შემდეგ ფასებმა სურსათზე 14 პროცენტით იკლო. მაისის მდგომარეობით, საერთაშორისო ფასები სურსათზე იყო 5 წლის მინიმუმზე.
ჩამოტვირთე მეტი