მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.
2017 წელს 200 წელი სრულდება საქართველოში გერმანელების ჩამოსახლებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ საქართველოში არსებული გერმანული მემკვიდრეობის აღწერა და სარესტავრაციო პროექტების შემუშავება დაიწყო.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავად ხალხი, ტრადიციულად, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, შეიკრიბა. პარლამენტის შენობის წინ ყვავილების მიტანა ჯერ კიდევ ღამის საათებიდან დაიწყეს. 1989 წლის 9 აპრილს ამ ადგილას შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, რუსულმა ჯარმა დაარბია. აქციის დასაშლელად გამოიყენეს ნიჩბები, ხელკეტები და მომწამვლელი გაზი. დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა - ახალგაზრდა გოგონები. ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, 1991 წელს, საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
21 მარტს მსოფლიოში აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველოშიც გამოეხმაურნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დაუნის სინდრომის მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე მოაწყვეს მსვლელობა, რომელიც ფლეშმობით დამთავრდა.
განათლების მინისტრის მოადგილემ, გია შარვაშიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ ე.წ. „აუდიტორია 115“-ის წევრებთან რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.
დაპირისპირებული სტუდენტების ორივე მხარე ღამისთევის შემდეგ უნივერსიტეტში რჩება და პოზიციების დათმობას არ აპირებს. სტუდენტური თვითმმართველობის მომხრე სტუდენტები ძირითადად შენობაში იმყოფებიან და რექტორის, ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ. სტუდენტების მეორე ფრთა გარეთ მართავს აქციას.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო სამ სხვა მოთხოვნას შორის, რომელიც სტუდენტთა ერთ ჯგუფს აქვს. ისინი მე-6 დღეა აქციას მართავენ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტობა და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. სტუდენტებმა გამართეს აქცია უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევის წინააღმდეგ.
8 მარტს ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა თბილისში აქცია გამართეს ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. მათ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და ქალთა შრომითი უფლებების დაცვა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქალს საქართველოში კაცზე ნაკლები ხელფასი აქვს, ვერ სარგებლობს დეკრეტული შვებულებით და ასევე შევიწროებულია სამსახურში.
თბილისის ისტორიულ უბანში ღვინის აღმართის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. რემონტდება რამდენიმე სახლი. ექსპერტები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას მე-19 საუკუნის სადრენაჟო სისტემებზე, რომლებიც სახლების სარდაფებში აღმოაჩინეს.
თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. რესტავრირდება სადარბაზოების მხატვრობა და ჩუქურთმებიც.
7 იანვარს საქართველოში ქრისტეშობა აღინიშნება. ამ დღესასწაულთან დაკავშირებთ თბილისში ჩატარდა ტრადიციული ალილო, რაც მასობრივ მსვლელობას გულისხმობს ძირითადად ბავშვების მონაწილეობით.
5 იანვარს თბილისში, სათნოების სახლ „კათარზისში“, გაიმართა ტრადიციული საახალწლო კონკურსი 70 წელს გადაცილებული მოხუცებისთვის. კონკურსანტები ერთმანეთს სიმღერასა და ცეკვაში შეეჯიბრნენ. ექვსკაციანმა ჟიურიმ 2016 წლის „ბებიად“ აირჩია ლიდა მაისურაძე, „წლის ბაბუად“ კი - ტრისტან კვატაშიძე. მათ კომპანია „თელასმა“ 500-500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები გადასცა.
ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია საჩუქარი. რა შეიძლება ვაჩუქოთ ჩვენს ახლობლებს ისეთი, რომ ხელმისაწვდომიც იყოს, ორიგინალურიც, ლამაზიც, საინტერესოც? ამ შეკითხვაზე პასუხის მოპოვებას შეეცადნენ საახალწლო თბილისში ჩვენი კორესპონდენტი ეკა ქევანიშვილი და ფოტოგრაფი მზია საგანელიძე.
13 ივლისის ღამეს მდინარე ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა, მათ შორის - „მზიური“, ზოოპარკი, სვანისძის ქუჩა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, 2 დღემდე დაკარგულად ითვლება.
სამასამდე ქალი იხდის სასჯელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციარული დეპარტამენტის N5 ქალთა დაწესებულებაში.
ოფიციალურად გაიხსნა „რთველი - 2015“. მევენახეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ყურძნის ფასის გამო, რომელიც რქაწითელსა და კახურ მწვანეზე, სავარაუდოდ, 70 თეთრი, ხოლო საფერავზე 85 თეთრია. მათი აზრით, ყურძნის წლევანდელი ფასი ხარჯებს ვერ აუნაზღაურებთ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. „ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნით, საქართველო გახდება უფრო მეტად თავსებადი ნატოსთან და ნატოს უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში გაიმართა საპროტესტო აქცია რუსეთის მიერ საქართველოს „მცოცავი ოკუპაციის“ წინააღმდეგ. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, უფრო ქმედით ზომებს მიმართოს მოსკოვის აგრესიის შესაჩერებლად, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართეს თხოვნით, აქტიურად ჩაერიოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებში.
თბილისის ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის დაკეტილია. იქ ჯერ არ დასრულებულა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ტერიტორიაზე სპეცტექნიკა მუშაობს. უკვე გარკვეულია 13-14 ივნისის წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკის გადარჩენილი ბინადრების რაოდენობა.
ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისში თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა. სტიქიის შედეგად თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო. თავშესაფარმა მატერიალურადაც იზარალა: დატბორილია ძაღლების თავშესაფრის სამი ავტომობილი, დაზიანებულია ძაღლების ადგილსამყოფელიც.
ჩამოტვირთე მეტი