Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტობა და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. სტუდენტებმა გამართეს აქცია უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევის წინააღმდეგ. კანცლერი უნივერსიტეტში უზრუნველყოფს ფინანსური, ადმინისტრაციული და მატერიალური რესურსების გადანაწილებას. არჩევნები უნივერსიტეტის სენატში დღეს უნდა გამართულიყო. სტუდენტებმა კენჭისყრაზე დასწრება მოითხოვეს, რასაც ჯერ უნივერსიტეტის დაცვამ, შემდეგ კი პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია. თავის მხრივ, სტუდენტებმა სხდომაზე შესვლის საშუალება არც სენატის წევრებს მისცეს. საბოლოოდ, სენატმა კანცლერის არჩევა გადადო, სტუდენტებმა კი მიიღეს გადაწყვეტილება, აქცია მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, რომ სენატმა მათ შესთავაზა, ორშაბათს შეხვედროდნენ ერთმანეთს. სტუდენტების მთავარი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ მოხსნას თავისი კანდიდატურა გიორგი გაფრინდაშვილმა.

16x9 Image

მზია საგანელიძე

მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG