თბილისის ისტორიულ უბანში ღვინის აღმართის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. რემონტდება რამდენიმე სახლი. პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ერთ-ერთ სახლში აღმოჩენილია სადარბაზოს მხატვრობა, რომელიც ასევე აღდგენილი იქნება. ექსპერტები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას XIX საუკუნის სადრენაჟო სისტემებზე, რომლებიც სახლების სარდაფებში აღმოაჩინეს.