განათლების მინისტრის მოადგილემ, გია შარვაშიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ ე.წ. „აუდიტორია 115“-ის წევრებთან რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. „აუდიტორია 115“-ის წევრებმა დააყენეს საკითხი თვითმმართველობის რეორგანიზაციის შესახებ, ასევე, "ოდეერის" ინსტიტუტის საკითხის შესწავლის თაობაზე.