პოლიტოლოგობა სულაც არ არის საჭირო კრემლის გზავნილის ამოსაცნობად: როცა საქართველო და დასავლეთი აგვისტოს ომზე საუბრობენ, პუტინი თავს მშვიდობისმყოფელი ქვეყნის ლიდერად წარმოსახავს – ძალად, რომელსაც მსოფლიომ ანგარიში უნდა გაუწიოს.
საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომი მრავალმა ჟურნალისტმა გააშუქა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომელთა შორისაც იყვნენ ჩვენი პოლონელი კოლეგებიც.
ვისაუბრებთ საქართველოში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ზომებზე, რომლებსაც მკაცრად აკრიტიკებენ მშრომელთა უფლებების დამცველები.
"მეათე სტუდიაში" გიამბობთ საქართველოში დაგეგმილ ზომებზე საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად: აპირებენ, მაგალითად, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის გამკაცრებას.
ოთხი თავდასხმა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, ათი მოკლული და ათობით დაჭრილი ადამიანი. ასეთია სამწუხარო სტატისტიკა გერმანიიდან, ევროკავშირის ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყნიდან, რომელშიც მარტო შარშან მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა თავშესაფრის მიღების იმედით.
ორი დღის წინ, დილის 7:45 საათზე, კიევში მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც დაიღუპა ცნობილი ჟურნალისტი, არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი, პაველ შერემეტი. ავტომანქანა, რომლითაც 44 წლის ჟურნალისტი მგზავრობდა, კიევის ცენტრში აფეთქდა.
გიამბობთ სოციალურ საწარმო „მებიუსზე“, იქ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არიან დასაქმებული.
რუსეთის ლიდერები და სპორტსმენები აღშფოთებულნი არიან. „მძლეოსნობის დასაფლავება“, „სუბიექტური და პოლიტიზებული გადაწყვეტილება“, „დანაშაული სპორტის წინააღმდეგ“ - ასეთია შეფასებები.
გავიხსენებთ 1990-ანი წლების ძალიან მძიმე პერიოდს,როცა ქართულ-ოსური კონფლიქტის გამო ოსებმა საქართველო მასობრივად დატოვეს. გიამბობთ დავაზე ზურაბ წერეთლის ახალი ქმნილების გარშემო:.
14 ივლისის საღამოს შემდეგ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია საფრანგეთის ქალაქ ნიცისაკენ, სადაც ტერაქტის შედეგად დაიღუპა 80-ზე მეტი ადამიანი.
"მეათე სტუდიაში" გიამბობთ აქცია-კონცერტზე „მშვიდობის გზავნილები“, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გაიმართა.
25 ივნისს იტალიაში ახალგაზრდა ქართველი მომღერლის, მეცოსოპრანო ნანა ძიძიგურის გამარჯვებით დასრულდა საერთაშორისო კონკურსი „ვერდის ხმები“.
„მეათე სტუდიაში“ დღეს რამდენიმე წარმატებულ და ძლიერ ქალზე ვისაუბრებთ, მათ შორის, უფლებადამცველ აქტივისტებზე, რომლებიც ამ ორი წლის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გაერთიანდნენ და ამასობაში ბევრს მიაღწიეს.
ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით ზურაბ აბაშიძეს და ვკითხეთ, წამოჭრა თუ არა შეხვედრის დროს აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 19 მაისს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი.
რაც უნდა მოხდეს ახლა, მილიონობით ბრიტანელმაც რომ მოაწეროს ხელი პეტიციას ახალი რეფერენდუმის გამართვის შესახებ, ჩემთვის ერთი რამ არის ცხადი: ევროკავშირმა არაფერი უნდა მოიმოქმედოს ბრიტანეთის შესაჩერებლად, მით უმეტეს არ უნდა მიემხროს მეორე რეფერენდუმს.
"მეათე სტუდიაში" შემოგთავაზებთ საუბარს ბრიტანეთში საქართველოს ყოფილ ელჩთან, გიორგი ბადრიძესთან, რომელსაც ვთხოვეთ თავისი მოსაზრებების გაზიარება ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის თაობაზე.
24 ივნისის დილიდან ვიცით, რომ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ (52 %-მდე) მხარი დაუჭირა „ბრექსიტს“, ანუ ბრიტანეთის გამოყოფას ევროკავშირიდან. 48 % იყო დარჩენის მომხრე.
მსოფლიოში წლის მთავარი სპორტული მოვლენის - რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების - დაწყებამდე თვე-ნახევარზე ნაკლებით ადრე კვლავ გრძელდება ვნებათაღელვა რუსი სპორტსმენების, კერძოდ, მძლეოსნების გარშემო.
გიორგი მიქელაძე 1993 წელს, როგორც მაშინ ფიქრობდა, დროებით, სულ რამდენიმე თვით ჩავიდა შეერთებულ შტატებში, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ უკვე 23 წელია იქ ცხოვრობს.
გიამბობთ "ცისქვეშეთელებზე" - ახალგაზრდებზე, რომლებიც თბილისში, ერთი სახლის სახურავზე, იკრიბებიან სასაუბროდ, დასახატად, წასაკითხად, მუსიკის მოსასმენად.
ჩამოტვირთე მეტი