კრებული “ჩაბრუნებული მზერა” პოეტის ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი და ტკივილიანი პერიოდის ანარეკლია. ერთ-ერთი ლექსის ეს სათაური, “ჩაბრუნებული მზერა” ძალზე ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას.
ისინი იდგნენ... იდგნენ ვაკეში, ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის წინ და გადმოღმა – მიწისქვეშა გადასასვლელთან, მაღაზიების წინ... ბევრნი იდგნენ პირველ კორპუსთან – გაღმაც, გამოღმაც და მიწისქვეშაშიც, ორ ადგილას...
2010 წელი აკაკი წერეთლის საიუბილეო წელია. ზაფხულში დიდი ქართველი პოეტის დაბადებიდან 170 წელი შესრულდა. აკაკის ქნარი ყველა თაობას უყვარდა, ყველა გულში იკრავდა. მას არ შეხებია გადაფასების მწარე ხელი, რომელსაც ხშირად დავიწყებაც მოსდევს ხოლმე შედეგად
გასულ წელს თანამედროვე ესპანურენოვანი მწერლობის მცირე ანთოლოგია გამოვიდა. ქეთი ჯიშიაშვილის მიერ შედგენილი და თარგმნილი წიგნი ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ქართულ ენაზე თანამედროვე ლათინურამერიკული ან ესპანური ლიტერატურა გამოიცემა.
წლევანდელმა ზაფხულმა ნებივრობის გარეშე ჩაიარა, დასვენებამ და სიმშვიდემ წელსაც მიმატოვა (ბოლო წლებში სულ დავავიწყდი).
“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” თავი მოუყარა და ერთ ტომად გააერთიანა აკა მორჩილაძის მადათოვის ციკლის სამივე წიგნი: “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, “გაქრები მადათოვზე” და “ვეშაპი მადათოვზე”.
რა თქმა უნდა, როცა ცელოფნის პარკს ან პლასტმასის ბოთლს ქუჩაში აგდებს, ის ადამიანი არ ფიქრობს თავის ქვეყანაზე, თუნდაც “ტერიტორიებზე”, სამაგიეროდ რაღაც აბსტრაქტულ ცნებებზე, საფრთხე-აჩრდილებზე და ფიქციებზე მწვავედ რეაგირებს.
ცნობილ ამერიკელ მწერალს, ამერიკული პოსტმოდერნული პროზის მაცნესა და უპირველეს წარმომადგენელს, ჯონ ბარტს სულ ახლახანს 80 წელი შეუსრულდა. იგი რესტორნის მფლობელის შვილია, სკოლის შემდეგ მან უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელიც დაამთავრა.
თამაზ ვასაძის წიგნი “ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში” და სოსო ტაბუცაძის “უბრალო დამატება” თითქმის ერთდროულად გამოსცა “ლიტერატურის ინსტიტუტმა”. ერთში კრიტიკულადაა შეფასებული ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართული ლიტერატურა, მეორე კი რეცენზიების კრებულია და ძირითადად თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეხება.
უნდა ფინანსდებოდეს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ლიტერატურა? უნდა მონაწილეობდეს თუ არა სახელმწიფო ლიტერატურული გარემოს გაუმჯობესებაში? დღეს ამ კითხვას ხშირად გაიგონებთ საქართველოში, ხოლო დასავლეთში ეს პრობლემა უკვე მოხსნილია
არ ვიცი, ზუსტად რა დროიდან მოყოლებული იყენებდნენ ამ ტერმინს ქართულ ენაში, მაგრამ ევროპულ ენებში რომ ამ გამოთქმას ხანგრძლივი ტრადიცია ასაზრდოებს, ცხადია.
ბოლო 2 წლის მანძილზე თურქი ნობელიანტი მწერლის, ორჰან ფამუქის 4 წიგნი გამოვიდა ქართულ ენაზე. მათ შორისაა სულ ახლახანს გამოცემული “მე წითელი მქვია”, მწერლის ყველაზე ცნობილი რომანი.
ერთმანეთისგან განსხვავდება ზღვაზე და სოფელში წასაკითხი წიგნები. რატომღაც მგონია, რომ ზღვა უფრო ენერგიულ, გაბმით საკითხავ წიგნებს იტანს, სოფელს კი, მე მგონი, ყველაზე ღრმა და ფიქრიანი წიგნებიც კი უყვარს.
“ბიბლიოთეკა” ბესიკ ხარანაულის ბოლო წიგნს შეეხება, წიგნს “სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა” ჰქვია. დღეს ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანში აღვძრა ამ წიგნის წაკითხვის სურვილი.
ზურაბ ლეჟავა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე ქართველი პროზაიკოსია. მართალია, დღემდე მისი 5 წიგნია გამოცემული, თუმცა ფართო მკითხველს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენია ეს მწერალი.
თითქმის ორი წელია ქართულ ენაზე გამოიცა პოლ ოსტერის ყველაზე ცნობილი რომანი “ნიუ იორკული ტრილოგია”, წიგნი, რომელიც ქართველმა მკითხველმა, შეიძლება ითქვას, ვერ შეამჩნია.
წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული თარიღი აღინიშნება, ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 წლისთავი, მწერლისა, რომელიც საქართველოში უყვართ, მაგრამ ხშირად არასწორად ესმით.
წელს პოეტ შოთა იათაშვილის ესეების სრული კრებული გამოვიდა, წიგნს «დალაგება» ჰქვია და იგი ავტორის მიერ უკანასკნელი 13 წლის მანძილზე დაწერილ ესეებს მოიცავს.
დღეს Bloomsday-ა, მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული ლიტერატურული დღესასწაული ზეიმი, რომელიც ერთ კონკრეტულ წიგნს, ჯეიმს ჯოისის “ულისესა” და უფრო კონკრეტულად კი, მის მთავარ გმირს, ლეოპოლდ ბლუმს ეძღვნება.
რამდენიმე თვეში ნიკო ლორთქიფანიძისა და მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 130 წელი შესრულდება. ამის მიუხედავად, ორივე მწერლის იუბილე ლიტერატურის ინსტიტუტმა უკვე აღნიშნა სამეცნიერო კონფერენციით. ახლა ჩვენი ჯერია...
ჩამოტვირთე მეტი