დღეს Bloomsday-ა, მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული ლიტერატურული დღესასწაული ზეიმი, რომელიც ერთ კონკრეტულ წიგნს, ჯეიმს ჯოისის “ულისესა” და უფრო კონკრეტულად კი, მის მთავარ გმირს, ლეოპოლდ ბლუმს ეძღვნება.
"ულისეს” ქალაქს, დუბლინს დღესაც ათასობით ტურისტი ეწვევა, ბევრს ივლიან ქალაქში, სპეციალურად ტურისტთათვის დაბეჭდილი რუქებით შეიარაღებულები, დალევენ ბლომად "გინესს”, გასინჯავენ ბლუმის საყვარელ კერძს, თირკმელების მოტაფულს, დაესწრებიან სპექტაკლებსა და კინოპრემიერებს, წაიკითხავენ ნაწყვეტებს რომანიდან...
ამ დღესასწაულს ჯეიმს ჯოისის თაყვანისმცემლები უკვე რამდენიმე ათეული წელია აღნიშნავენ და მასზე მხოლოდ ლიტერატურის მოყვარულები როდი იკრიბებიან. ჯოისის, კარგი ირლანდიური პორტერისა თუ მამაპაპური ვისკის მუშტრები, როგორც წესი, დილაუთენია ადგებიან გზას და 7-8 საათისთვის ქალაქის სამხრეთით, 8 მილის დაშორებით (სანდიკოუვში) მდებარე მარტელოს კოშკთან იყრიან ხოლმე თავს. ეს ნაგებობა 1804 წელს ააშენეს ნაპოლეონის შემოსევისაგან ქალაქის დასაცავად და აქ ერთ დროს თავად ჯოისიც ცხოვრობდა. სწორედ ეს ადგილი ითვლება "ულისეს" გეოგრაფიის პირველ პუნქტად და პირველი "ბლუმსდეიც" აქ დაიწყო, 1954 წელს, რომანში აღწერილი მოვლენების 50 წლისთავზე.
რამდენიმე მწერალი და ჯოისომანი (ჯონ რაიანი, ენტონი კრონინი, მაილს ნა გოპალინი, პატრიკ კავანა და ტომ ჯოისი), მსუბუქი საუზმის შემდეგ, კოშკიდან ქალაქს გაეშურა და მცირე თავგადასავლების შემდეგ თავიანთი ოდისეა "ოლდბეილის” ბარში დაასრულა. ამის შემდეგ, ყოველ წელს, ენთუზიასტთა ჯგუფები წიგნის სალონებსა და პაბებში იკრიბებოდნენ და "ულისეს” ცალკეული თავების კითხვით "დაჰყვებოდნენ” თავიანთ საყვარელ პერსონაჟს; თანდათანობით Bloomsday-ს "პროგრამა” ახალ-ახალი პროექტებით ივსებოდა, დღეობაში სულ უფრო მეტი უცხოელი იღებდა მონაწილეობას და დუბლინის გარდა მსოფლიოს ბევრ სხვა ქალაქშიც მიაგებდნენ პატივს ბლუმ-ოდისევსს, ხმამაღლა კითხულობდნენ მისი ყარიბობის ამბავს.
დუბლინში კი ხალხმრავლობა ო`კონელის ქუჩაზე იწყებოდა, ცენტრალური ფოსტის შენობასთან. აქ ისინი იკრიბებოდნენ, რომლებმiც "ბლუმსდეი უოქინგ ტურში” ირებდნენ მონაწილეობას. ეს ადამიანები, ჯერ, როგორც წესი, დეივი ბარნის პაბში შეისვენებდნენ, თითო ჭიქა ბურგუნდიულითა და სენდვიჩებით გაიმაგრებდნენ გულს და გზას გააგრძელებდნენ ჰარისონის რესტორნისკენ, სადაც 1904 წელს (რომანშიც ხომ სწორედ 1904 წლის 16 ივნისია უკვდავყოფილი, ჯოისისა და მისი მომავალი მეუღლის, ნორას პირველი პაემნის დღე), თურმე, კარგი სუპით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს.
ვისაც "ულისე” აქვს წაკითხული, მერვე, ლესტრიგონების თავიც გაახსენდება მთელი თავისი სუპის სურნელებითა და ახლადგამომცხვარი ფუნთუშების ცხელი ოხშივრით. ბლუმსდეის მონაწილეებსაც ამ კერძებით უმასპინძლდებიან ხოლმე და ზედ თითო ქაფქაფა პაინტსაც აყოლებინებენ.
ბლუმსდეისადმი მიძღვნილი ავტო და მოტო რბოლების, ფოტოგამოფენების, ჯოისის "ცოლოურის” მონახულებისა და სხვა მრავალი ღონისძიებისა თუ ღვინისძიების გარდა ერთი ძალზე მნიშვნელოვანი სიახლეა დუბლინსა და მთელ მსოფლიოში. საქმე ის გახლავთ, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე "ულისეს” კითხვის საჯარო სეანსები მსოფლიოს ყველა კონტინენტის ქალაქებში იმართება (აფრიკის, ავსტრალიის, ლათინური ამერიკისა და იაპონიის ქალაქების ჩათვლით). 1998 წელს სეანსები პირველად იყო ტრანსლირებული ინტერნეტის ქსელით და იგი რეალური დროით მიმდინარეობდა. ქსელური Bloomsday-ს პროექტი "Irish Times”-ს ეკუთვნის და მას სპონსორობას უწევდნენ იმ ირლანდიური ვისკების მწარმოებლები, რომელთა სახელწოდებებშიც ჯოისისეული სიმბოლიკა ფიგურირებდა.
რამდენიმე წლის წინ, თუ არ ვცდები, "დღე” მელბურნში დაიწყო და ლოს ანჯელესში დასრულდა, თავად აქციამ კი რომანის ტექსტის დედამიწის გარშემო მოგზაურობის სახე მიიღო. თანაც, კითხვის ყოველი სეანსის დრო ირლანდიური იყო და მთლიანობაში, ბლუმის დუბლინში მოგზაურობის 24 საათი შეადგინა. ამგვარად, ქსელის მეშვეობით რომანის მთავარმა გმირმა, ლეოპოლდ ბლუმმა დღე-ღამის განმავლობაში შემოიარა მსოფლიო ისე, რომ დუბლინს არც გასცილებია, ტექსტში მონიშნული დრო კი პირველად დაემთხვა კითხვის რეალურ დროს. ზოგიერთმა იხუმრა კიდეც, სწორედ ქსელია ის "იდეალური მკითხველი”, რომელზეც ჯეიმს ჯოისი ოცნებობდაო.
იმედია, ბლუმსდეი არასდროს დასრულდება. მომავალ წელს კი მარათონში უფრო მეტი ქალაქი ჩაერთვება, ვიდრე გასულ წლებში იყო და, ვინ იცის, იქნებ ზოგიერთმა დაუზარელმა თბილისელმა მთელი დღეც მიუძღვნას XX საუკუნის საუკეთესო ინგლისურენოვან რომანად აღიარებული ნაწარმოების მოსმენას.