ჟურნალისტი, ვებრედაქტორი. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის საკითხებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1993 წლიდან.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბიზნესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მაისის შუა რიცხვებში მთავრობა საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტს წამოადგენს.
ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიის დროს, მართლმადიდებელი ორგანიზაციების სახელით მოქმედ პირებსა და მათ ოპონენტებს შორის გაჩენილი უთანხმოება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. პოლიციამ ინცინდენტის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ქართული ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა დაასრულა. კვლევის ჩატარების იდეა იმ არაერთმა კითხვამ წარმოშვა, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ბოლო ხანებში ამ ბაზარზე არსებულმა ვითარებამ გაუჩინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გამოაცხადა, რომ ახლა მისი უწყების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ”ლარიზაციაა”. მისი აზრით, ”ლარიზაცია” ეროვნული ვალუტის ფულადი ბაზრის განვითარებას და ”დოლარიზაციის” შემცირებას ნიშნავს.
ავტორიტეტულმა საერთაშორისო სააგენტომ საქართველოს რეიტინგი "B"-დან "B+"-მდე გაზარდა. თუმცა არიან სკეპტიკოსებიც, რომელთა აზრითაც, საქართველოში არც ისეთი კარგი ბიზნესგარემოა, როგორც ეს Standard & Poor's-ის რეიტინგშია.
რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. მისი თვითმფრინავი იმ ადგილის მახლობლად ჩამოვარდა, სადაც საბჭოთა უშიშროების სამსახურებმა ათასობით პოლონელი დახოცეს. ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთაგან ლეხ კაჩინსკი საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი იყო.
დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმებისა და საურავების ამნისტია 2009 წლის 15 ივნისამდე ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გავრცელდება. ამნისტია არ შეეხება რთული დარღვევებისთვის დაჯარიმებულ მოქალაქეებს.
საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, პირველი აპრილიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა.
მარტის პირველ ნახევარში, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით, სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. ინსტიტუტმა სოციოლოგიური კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები იმ პარტიებსა და პოლიტიკოსებს გააცნო, რომლებსაც ეს რეიტინგი შეეხება.
თბილისის მერის პოსტზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატმა გია ჭანტურიამ საკუთარი პროგრამის პრეზენტაციაზე გამოაცხადა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრამდე, ხოლო გაზის ტარიფი 10 თეთრამდე უნდა შემცირდეს. რამდენად რეალურია ენერგეტიკული ტარიფების მსგავსი ცვლილება?
თბილისში უკვე მეცხრედ, ”საქართველოს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო კონფერენცია” გაიხსნა. მიუხედავად 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრით გამოწვეული ახალი რეალობისა, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს აქტუალობა არ დაუკარგავს.
ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში 13 მარტს გასულმა ეგრეთ წოდებულმა მოდელირებულმა ”ქრონიკამ” მოსახლეობის პანიკა და შეშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ პროცესებზე. მომხდარის ამგვარ შეფასებას იზიარებს ეკონომიკის ექსპერტთა უმრავლესობა.
თბილისში იმყოფება გავლენიანი გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი, რომელიც სხვადასხვა დროს სათავეში ედგა ეუთოსა და გაეროს მისიებს საქართველოში. მან არაოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ბოდენი თბილისს სოხუმიდან ესტუმრა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ანტიმონოპოლიური სამსახური საჯარო სამართლის დამოუკიდებელ სტრუქტურად იარსებებს. მთავრობა დიდხანს თავს იკავებდა ამ გადაწყვეტილების მიღებისგან, რაც ხელს უშლიდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომზადებას.
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატები” საქართველო-რუსეთის საზღვარზე ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის წინააღმდეგ გამოდს და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლებიც თან ახლავს საზღვრის გახსნას
”პირადად მე ძლიერი რუსეთის მომხრე ვარ” - ასეთი სათაურით აქვეყნებს პირველი მარტის ჟურნალი ”კომერსანტ ვლასტი” საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ინტერვიუს. „სამხედრო კონფლიქტიდან ორი წლის შემდეგ, მოსკოვი და თბილისი ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დამნაშავედ და მიუღებლად მიიჩნევს, ის კი მათ ოკუპანტებად თვლის, - წერს ”კომერსანტ ვლასტი”.
შაბათ დღეს, უკვე მეორედ, თბილისის ქუჩები ავტომობილების უწყვეტი სიგნალის ხმამ გააყრუა. თბილისში თანდათან ძალას იკრებს ავტომოყვარულების საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ინტერნეტდისკუსიიდან დაიწყო და რომლის მთავარი მოთხოვნაცაა ავტომობილის საწვავის გაიაფება.
ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ექსპერტთა და სპორტსმენთა ნაწილი იმაზე ალაპარაკდა, რომ უისტლერის საციგაო ტრასა ზომაზე მეტად სახიფათოა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, გერმანელი მოციგავის ზილკე ოტოს აზრით, აუცილებელია, წერტილი დაესვას მეტი და მეტი სიჩქარისკენ ყოვლად უპასუხისმგებლო სწრაფვას.
პირველი მარტიდან ფუნქციონირება უნდა დაიწყოს საქართველო-რუსეთის საზღვრის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტმა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია მისი პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა გამოაქვეყნა.
საქართველოს პარლამენტში სტატისტიკის ახლად ჩამოყალიბებული სამსახურის მმართველი საბჭოს კანდიდატურების განხილვა დაიწყო. 8 წევრისგან შემდგარი საბჭო აღმასრულებელ დირექტორთან ერთად სტატისტიკური უწყების მართვას განახორციელებს.
ჩამოტვირთე მეტი