ჟურნალისტი, ვებრედაქტორი. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის საკითხებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1993 წლიდან.
მთავრობამ აღიარა, რომ ბაზარზე არასაკმარისი ანტიმონოპოლიური რეგულაციაა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა იწყება. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო კი გაუქმდება.
საქართველოში სამომხმარებლო ფასების მატება შეიმჩნევა. გაძვირდა როგორც საწვავი, ასევე სასურსათო პროდუქციის ნაწილი. წამლების გაძვირებას მოელიან ფარმაცევტული კომპანიებიც. გაძვირების ძირითად მიზეზად ეროვნული ვალუტის, ლარის კურსის ვარდნა სახელდება.
ფინანსთა მინისტრი გაკვირვებული დარჩა, როდესაც საგადასახადო კოდექსის ერთი - თითქოს უწყინარი - სარედაქციო შესწორების გამო ზუგდიდში, ფოთსა და თბილისში ბაზრობების ვაჭართა საპროტესტო აქციები გაიმართა.
პირველი თებერვლიდან ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსის ცვლილება, რომელიც, ერთი შეხედვით, რედაქციული შესწორებაა, თუმცა კი თბილისის ბაზრობებზე ვაჭრობით დასაქმებულთა უკმაყოფილება გამოიწვია. ეგრეთ წოდებული გარემოვაჭრეები გაფიცვით დაიმუქრნენ.
თბილისში სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მერვე სხდომა გაიმართა. სხდომაზე გაცხადდა, რომ აზერბაიჯანი 100 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს სარკინიგზო მაგისტრალის ქართული მონაკვეთის მშენებლობას.
ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი სასტუმრო „რედისონში“ საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდა და ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელებული რეფორმები გააცნო. ამ რეფორმებს მეწარმეთა არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისს ესტუმრა. ევროპელ სტუმარს ქართველმა მასპინძლებმა დედაქალაქის სპორტული ინფრასტრუქტურა გააცნეს
ავტორიტეტიანმა ორგანიზაციამ ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენმა” ”ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი” გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველო 183 ქვეყანას შორის 26-ე პოზიციაზე იმყოფება. "ჰერიტიჯის" ინდექსის მიხედვით, საქართველომ პირველად მიაღწია "ძირითადად თავისუფალი ქვეყნის" სტატუსს.
საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოაცხადა, რომ ქვეყანამ ეკონომიკური კრიზისი დაძლია, რასაც 2009 წლის ბოლო თვეების სტატისტიკური ინფორმაციაც ცხადყოფს. მინისტრთა კაბინეტს იმედი აქვს, რომ ზრდის ტემპი შენარჩუნდება.
აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია საქართველოს თებერვლის დასაწყისში ესტუმრება და ქვეყნის ეკონომიკაში 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირების საკითხებს განიხილავს. რა სფეროებში და რა პირობებით დაიხარჯება აზიური ინვესტიციები?
საქართველოს ეკონომიკისთვის 2009 რთული წელი იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის თითქმის ყველაზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა - ის გასულ წელს მხოლოდ 4 პროცენტით შემცირდა.
მომავალი წლიდან თბილისში ყველა კატეგორიის პენსიონერი 10 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებს. თბილისელი პენსიონერები მედიკამენტებისთვის 25-ლარიანი ვაუჩერითაც ისარგებლებენ და ამ ყველაფერს საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათიც დაემატება.
თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერული ავიარეისების განსახორციელებლად რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო თბილისისგან ავიაკომპანიის ფრენის ლიცენზიას მოითხოვს და მას ძველ დავალიანებას შეახსენებს.
საქართველოში ინფლაცია წლის ბოლოს 3-4 პროცენტის ფარგლებში იქნება. ერთი თვით ადრე საშუალო წლიური ინფლაცია მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენდა. დაბალი ინფლაციის მიზეზად გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი სახელდება, რომელმაც საქართველოზეც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია.
რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ცნობების თანახმად, 26 დეკემბრიდან თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერული ავიარეისები აღდგება. ამის თაობაზე საქართველომ თხოვნით მიმართა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს, - იუწყება ამავე სამინისტროს პრესცენტრი.
მომავალი წლიდან იმპორტირებული ჰიგიენური საშუალებები, ქატო თუ შოკოლადის პროდუქცია, 0 ან 5 პროცენტის ნაცვლად, 12 პროცენტიანი საბაჟო გადასახადით დაიბეგრება.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ ოფიციალური თბილისის პოზიცია, პრეზიდენტის სახელით, მისმა სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გამოაქვეყნა.
ექსპერტების აზრით, კაშხლის სიმძლავრე მცირე იქნება, ხოლო მისი მშენებლობა ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს მიკროკლიმატზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე.
გერმანიის ფინანსურ-ტექნიკური დახმარება შეეხება სფეროებს: მდგრადი ეკონომიკის განვითარება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და საქართველოში რეგიონალური და დემოკრატიული განვითარება.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად გახსნა ”მტკვარჰესის” მშენებლობა. დეკემბრის დასაწყისში კი საფუძველი ჩაეყრება კიდევ ერთ სადგურს - ”ფარავანჰესს”.
ჩამოტვირთე მეტი