ჟურნალისტი, ვებრედაქტორი. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის საკითხებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1993 წლიდან.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ, UNDP და ჰოლანდიის დამსაქმებელთა თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით, ბიზნესის მდგომარეობა შეისწავლა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიმართ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიის პრეტენზიებს შეისწავლიან.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის ანგარიში მოისმინა. კვეზერელმა სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
„ბიზნესმენთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსის პროექტის მომზადების ”პროცესი მთლიანად მიმართულია მხოლოდ პროფკავშირების კერძო ორგანიზაციული ინტერესების ლობირებაზე”.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობის ინიციატივით გამოდის, რაც მიზნად ისახავს ბიზნესმენებისთვის ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარებას.
თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მოკლული იპოვეს ზვიად გამსახურდიას მთავრობის უშიშროების სამინისტროს უკანასკნელი ხელმძღვანელი, თამაზ ნინუა და მისი მეუღლე, ეთერ ნინუა.
კახეთში, ლოპოტის დასასვენებელ კომპლექსში, მთავრობის სხდომაზე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგადასახადო ადმინისტრირების სისტემაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა.
მთავრობის მიერ მომზადებული მთავარი საფინანსო გეგმის ძირითადი პარამეტრების განსაზღვრაზე გავლენა იქონია ეკონომიკური კრიზისით შექმნილმა რეალობამ.
სქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გამოაცხადა, რომ კრიზისი საბანკო სფეროში დასრულებულია. კრიზისის შეჩერების შესახებ განცხადებები მთავრობის წარმომადგენლებმაც გააკეთეს.
WTO საქართველოს მთავრობისგან იმ ვალდებულების შესრულებას მოითხოვს, რომელიც იმპორტირებული და ადგილობრივი თამბაქოს პროდუქციის აქციზის გადასახადის გათანაბრებას ითვალისწინებს.
ქრისტიან–დემოკრატ ნიკა ლალიაშვილის ინიციატივის თანახმად, პანკისის ხეობა პოლიტიკოსებით, დიპლომატებითა და ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს.
წელს თბილისობის დღესასწაულს 30–ედ ზეიმობენ. საბჭოთა საქართველოში დაბადებული თბილისობის აღნიშვნის ტრადიცია დამოუკიდებელ საქრთველოშიც ინარჩუნებს აქტუალობას.
საქართველო მსოფლიო ბანკისგან 396 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. მანამდე საქართველოში იმყოფებოდა და განხორციელებული პროექტები შეისწავლა მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა ნგოზი ოკონჯო–ივეალამ.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ხარჯების საერთო მოცულობა 6.3 მილიარდი ლარია. ეს დაახლოებით 800 მილიონი ლარით ნაკლებია, ვიდრე მიმდინარე წლის საბიუჯეტო ხარჯები.
ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 8–დან 15–მდე უნდა გაიზარდოს.
რა გავლენა შეიძლება მოახდინოს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის აღდგენამ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე? ამ თემაზე სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამენ ექსპერტები.
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ წარდგენილი ინიციატივა – „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ - გააკრიტიკა როგორც მემარცხენე ოპოზიციამ, ასევე მემარჯვენემ.
ახალი ინიციატივის მიხედვით, კონსტიტუციური კანონით განისაზღვრება მთლიან შიდა პროდუქტთან სახელმწიფო ბიუჯეტის შეფარდების მაქსიმუმი, ასევე - გადასახადების რეფერენდუმის გზით გაზრდის მექანიზმი.
სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიმდინაროებს "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის" განმტკიცება.
2 ოქტომბერს "სასტუმრო შერეტონ მეტეხი პალასში" "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" დაარსების ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა.
ჩამოტვირთე მეტი