ჟურნალისტი, ვებრედაქტორი. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის საკითხებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1993 წლიდან.
საქართველოში აქტიური დისკუსიების თემაა ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება, მისი გამომწვევი მიზეზები და ზრდის მაღალი ტემპის მისაღწევად გზების ძიება.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე, რომელიც ავლაბარში მდებარეობს, ერთ-ერთი გეგმის თანახმად, ქართულ-ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაეთმობა. ყოველ შემთხვევაში, ასეთ შესაძლებლობაზე ისაუბრა საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. თუმცა, არსებობს სხვა წინადადებებიც. რაც შეეხება პრეზიდენტის მომავალ რეზიდენციას, ინაუგურაციის შემდეგ, ის დროებით განთავსდება სახელმწიფო კანცელარიაში, ხოლო მომავალი ზაფხულიდან რეზიდენცია ბინას ათონელის ქუჩაზე დაიდებს.
საქართველოს ბიუჯეტის შესრულებას სერიოზულ პრობლემებს უწინასწარმეტყველებენ როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე ეკონომიკის ექსპერტები. სხვადასხვა გაანგარიშებით, ბიუჯეტს დაახლოებით 1 მილიარდი ლარი დააკლდება.
თბილისის ტრამვაის პროექტის თემა პერიოდულად წამოტივტივდება ხოლმე საქართველოს მედიაში. საკითხის მორიგი აქტუალიზაცია ერთი კვირის წინ მოხდა.
ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2013 წელს 2.5%-მდე შენელდება.
ახლახან გამოქვეყნდა ”ფრეიზერის ინსტიტუტის” ყოველწლიური ანგარიში ”ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2013”.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს. მთავრობამ პარლამენტს 9 მილიარდ 9 მილიონიანი პროექტი წარუდგინა, რომელიც დაახლოებით 260 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო კანონს.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი პოტენციურ ინვესტორებს კომერციულად მიმზიდველ პროექტებში კაპიტალის ერთობლივ დაბანდებას სთავაზობს.
გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდა შეაფასა როგორც ყველაზე მაღალი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
2 სექტემბერს ხუთი სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლები იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ.
სირიის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასმა ბოლო 6 თვის მაქსიმუმს მიაღწია.
ეკონომისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეკონომიკური ვარდნა ძველი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, მეორენი კი პრობლემებს ახალი მთავრობის ნაბიჯებს უკავშირებენ.
საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პრეზიდენტობის მსურველთაგან სულ უფრო მეტი ეკონომიკური ხასიათის განცხადება ისმის. მათ შორისაა დაპირებები პენსიის გაზრდის თაობაზე.
ბოლო დროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ რამდენჯერმე გააკრიტიკა ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის სიცრუეში დაადანაშაულა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ივნისის თვეში ქვეყნის ეკონომიკა 0.8 პროცენტით შემცირდა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა უარყვეს.
სოციალური უთანასწორობა საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა – ირწმუნებიან ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის - „დოქტრინის“ - წევრები.
საქართველოს ეკონომიკაში არსებული სირთულეები და შესაძლო საბიუჯეტო პრობლემები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” გამოაქვეყნა.
მიუხედავად მთავრობის ოპტიმიზმისა, უკანასკნელი ეკონომიკური მონაცემები სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს ბიუჯეტის შესრულებას.
4 ივლისიდან ძალაში შევიდა ახალი შრომის კოდექსი. ამ ფაქტს პერსონალურ ბლოგზე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 3.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4 პროცენტით ნაკლებია.
ჩამოტვირთე მეტი