სოციალური უთანასწორობა საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა – ირწმუნებიან ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის - „დოქტრინის“ - წევრები. ისინი ამ დასკვნამდე მივიდნენ სოციალური უთანაბრობის ("ჯინის") ინდექსსა და სიღარიბისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაცნობის შემდეგ. ამ ინდექსების მიხედვით, საქართველოში ძალიან დიდია სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის.
მიმდინარე კვირაში ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზმა „დოქტრინამ“ "ჯინის" კოეფიციენტისა და სიღარიბის და ეკონომიკური არასტაბილურობის რეიტინგის მონაცემების საფუძველზე მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ლიდერის მიხეილ დუნდუას განცხადებით, მიუხედავად 2005 – 2012 წლებში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისა, საქართველოში სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო გაღრმავდა:
"მართალია, იყო ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ის მოსახლეობის ფართო ფენებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი. შეიძლება ათპროცენტიანი ზრდა იყოს ან ხუთპროცენტიანი, მაგრამ თუ ის არ განაწილდა, თუ მოსახლეობის ფართო ფენებმა ვერ მიიღო სიკეთე, ის ვერაფერი ნუგეშია მათთვის. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ რა არის ქვეყნის მთავარი ამოცანა. ქვეყნის მთავარი ამოცანაა არა, უბრალოდ, ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს, არამედ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მიღებული სიკეთის განაწილებას მოსახლეობის ფართო ფენებს შორის".
"ჯინის" ინდექსის მიხედვით, საქართველოში შემოსავლების უთანაბრობის კოეფიციენტი 0,41-დან 0,43-მდე მერყეობს. ამ სტატისტიკური ინდიკატორის ნულოვანი მაჩვენებელი თანაბარი განაწილების მაქსიმუმს წარმოადგენს, ხოლო ერთი - უთანასწორობის მაქსიმუმს. ექსპერტული შეფასებიდან ჩანს, რომ საქართველოს ინდექსი საშუალო ფენის არარსებობაზე მიანიშნებს, ანუ დიდ სხვაობაზე მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის. გაცილებით უკეთ ყოფილა მდგომარეობა მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში.
ასევე, ამ მეზობლებზე დაბალი მაჩვენებლები აქვს საქართველოს რეიტინგში, რომელსაც ამერიკის მშვიდობის ფონდი ამზადებს და რომელსაც „არშემდგარი სახელმწიფოების ინდექსი“ ეწოდება. ის 12 კრიტერიუმის მიხედვით მზადდება, რომელთა შორის არის ეკონომიკური არასტაბილურობა და სიღარიბე. საქართველოს 180 ქვეყანას შორის 65-ე ადგილი უკავია.
შექმნილი ვითარების გამოსწორების პერსპექტივას ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი „დოქტრინა“ ეკონომიკური და საბიუჯეტო პრიორიტეტების შეცვლაში ხედავს. ორგანიზაციის ლიდერის მიხეილ დუნდუას აზრით, უნდა გაიზარდოს სოფლის მეურნეობისა და განათლების დაფინანსება:
"მოსახლეობის გაღარიბება გამოიწვია, პირველ რიგში, ეკონომიკური პრიორიტეტის არასწორად არჩევამ; სოფლის მეურნეობის, როგორც რეგიონში წამყვანი პოტენციური მიმართულების, უგულებელყოფამ წლების განმავლობაში და, ამ მხრივ, რეგიონების გაღარიბებამ; განათლების განვითარების კუთხით დეკლარირებული კურსისა და რეალური ქმედების აცდენამ დროსა და სივრცეში“.
მიხეილ დუნდუას მიერ ნახსენებ მოსახლეობის უფრო მეტად „გაღარიბებაზე“ განსხვავებული აზრი აქვთ სხვა ექსპერტებს. მათ შორისაა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პროექტების მენეჯერი ირინა გურული, რომელიც ასევე იკვლევს „ჯინის“ ინდექსს.
„’ჯინის’ კოეფიციენტი, რომელიც მოსახლეობის თანასწორობას განსაზღვრავს, წლიდან წლამდე, ფაქტობრივად, უცვლელი რჩება. 2010-დან 2012-მდე 0,43-დან 0,41-ის ზღვარში მერყეობს. ამიტომ ამ კუთხით არ არის დიდი ძვრები. პირიქით, 2012 წელს ცოტა თანასწორობისკენ გადაიხარა 0,1 პუნქტით“.
ირინა გურულის მიერ ნახსენები გაუმჯობესების მიუხედავად, 2012 წელს მაინც გაიზარდა სოციალური დახმარების მიმღები მოსახლეობის რაოდენობა. მაგრამ ეს მონაცემიც არ იძლევა სიღარიბის ამსახველ ზუსტ სურათსო, - აღნიშნავს საქსტატის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე. მისი განცხადებით, სოციალური დახმარების ზრდა ან შემცირება დამოკიდებულია ბიუჯეტის მოცულობის ცვალებადობაზე.
აქვე აღსანიშნავია, რომ „ჯინის“ ინდექსის მიხედვით, მართალია, საქართველო სომხეთს და აზერბაიჯანს ჩამორჩება, მაგრამ დაახლოებით იგივე მაჩვენებელი აქვს, რაც კიდევ ერთ მეზობელს - განვითარებული საშუალო ფენის მქონე თურქეთს. ასეთი შეუსაბამობის თავიდან ასაცილებლად და ქვეყანაში მოსახლეობის შემოსავლების რეალური მდგომარეობის დასადგენად, საქართველოს სტატისტიკის სამსახური სხვა მეთოდოლოგიას იყენებს. „საქსტატის“ ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, მისი სამსახური მოსახლეობის საშუალო მოხმარების მედიანას იკვლევს, რომელიც მოსახლეობის უთანაბრობას აჩვენებს:
„მედიანა არის, მოსახლეობა დაყოფილია რამდენიმე სტრატად, ვიღებთ საშუალო მოხმარებას და ვიღებთ იმის 60 პროცენტის და 40 პროცენტის ქვევით მყოფ მოსახლეობას, რომელიც გვაჩვენებს უთანაბრობას. კონკრეტულად იმის დადგენა ქვეყანაში, ვინ არის ღარიბი, ანუ ვის უნდა ეწოდოს ღარიბი, ეს უკვე სტატისტიკოსის საქმე არ არის, იმიტომ რომ, მე შეიძლება ვიღაცასთან შედარებით ღარიბი ვიყო, ვიღაცასთან შედარებით კი – მდიდარი“.
„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით არის საქართველოს მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი. რაც შეეხება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობას, ის საქართველოში 10 პროცენტზე ოდნავ ნაკლებია და შემცირების ტენდენციით ხასიათდება, მთლიანი შიდა პროდუქტის მატებასთან ერთად.
ეკონომიკური ზრდით მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესახებ საუბრობს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. მას ის სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს, რომელსაც „ჯინის“ ინდექსი გვერდს უვლის:
“შესაძლებელია ეკონომიკური გაუმჯობესების ფონზე ადამიანების ნაწილის ცხოვრება არ შეიცვალა რადიკალურად, ამიტომ ისინი თვლიან, რომ არაფერი არ გაუმჯობესებულა. თუმცა არის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ამის საწინააღმდეგო სურათს ქმნის. მაგალითად, საშუალო ხელფასი 4-ჯერ გაიზარდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ასევე 4-ჯერ გაიზარდა ავტომობილების რაოდენობაც“.
გია ჯანდიერის მიერ ნახსენები ავტომობილების რაოდენობის ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე პროცენტული გადაანგარიშებით საქართველო მეზობელ აზერბაიჯანსაც კი უსწრებს. სხვა სტატისტიკური მონაცემებიც ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების კავშირზე მიანიშნებს. მაგალითად, საბანკო დეპოზიტების ოდენობა 9-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „ჯინის“ ინდექსზე მეტად ახლა ის არის გასაანალიზებელი, თუ რატომ შეჩერდა საქართველოს ეკონომიკის ზრდა. მისი აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწრაფი ზრდის მისაღწევად ხანგრძლივი დროის მანძილზე, რათა განვითარებით მიღებული სიკეთე თვალსაჩინო და ხელშესახები გახდეს მოსახლეობის ყველა ფენისათვის.
მიმდინარე კვირაში ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზმა „დოქტრინამ“ "ჯინის" კოეფიციენტისა და სიღარიბის და ეკონომიკური არასტაბილურობის რეიტინგის მონაცემების საფუძველზე მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ლიდერის მიხეილ დუნდუას განცხადებით, მიუხედავად 2005 – 2012 წლებში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისა, საქართველოში სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო გაღრმავდა:
"მართალია, იყო ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ის მოსახლეობის ფართო ფენებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი. შეიძლება ათპროცენტიანი ზრდა იყოს ან ხუთპროცენტიანი, მაგრამ თუ ის არ განაწილდა, თუ მოსახლეობის ფართო ფენებმა ვერ მიიღო სიკეთე, ის ვერაფერი ნუგეშია მათთვის. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ რა არის ქვეყნის მთავარი ამოცანა. ქვეყნის მთავარი ამოცანაა არა, უბრალოდ, ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს, არამედ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მიღებული სიკეთის განაწილებას მოსახლეობის ფართო ფენებს შორის".
’ჯინის’ კოეფიციენტი, რომელიც მოსახლეობის თანასწორობას განსაზღვრავს, წლიდან წლამდე, ფაქტობრივად, უცვლელი რჩება. 2010-დან 2012-მდე 0,43-დან 0,41-ის ზღვარში მერყეობს. ამიტომ ამ კუთხით არ არის დიდი ძვრები. პირიქით, 2012 წელს ცოტა თანასწორობისკენ გადაიხარა 0,1 პუნქტით...ირინა გურული
ასევე, ამ მეზობლებზე დაბალი მაჩვენებლები აქვს საქართველოს რეიტინგში, რომელსაც ამერიკის მშვიდობის ფონდი ამზადებს და რომელსაც „არშემდგარი სახელმწიფოების ინდექსი“ ეწოდება. ის 12 კრიტერიუმის მიხედვით მზადდება, რომელთა შორის არის ეკონომიკური არასტაბილურობა და სიღარიბე. საქართველოს 180 ქვეყანას შორის 65-ე ადგილი უკავია.
შექმნილი ვითარების გამოსწორების პერსპექტივას ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი „დოქტრინა“ ეკონომიკური და საბიუჯეტო პრიორიტეტების შეცვლაში ხედავს. ორგანიზაციის ლიდერის მიხეილ დუნდუას აზრით, უნდა გაიზარდოს სოფლის მეურნეობისა და განათლების დაფინანსება:
"მოსახლეობის გაღარიბება გამოიწვია, პირველ რიგში, ეკონომიკური პრიორიტეტის არასწორად არჩევამ; სოფლის მეურნეობის, როგორც რეგიონში წამყვანი პოტენციური მიმართულების, უგულებელყოფამ წლების განმავლობაში და, ამ მხრივ, რეგიონების გაღარიბებამ; განათლების განვითარების კუთხით დეკლარირებული კურსისა და რეალური ქმედების აცდენამ დროსა და სივრცეში“.
მიხეილ დუნდუას მიერ ნახსენებ მოსახლეობის უფრო მეტად „გაღარიბებაზე“ განსხვავებული აზრი აქვთ სხვა ექსპერტებს. მათ შორისაა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პროექტების მენეჯერი ირინა გურული, რომელიც ასევე იკვლევს „ჯინის“ ინდექსს.
„’ჯინის’ კოეფიციენტი, რომელიც მოსახლეობის თანასწორობას განსაზღვრავს, წლიდან წლამდე, ფაქტობრივად, უცვლელი რჩება. 2010-დან 2012-მდე 0,43-დან 0,41-ის ზღვარში მერყეობს. ამიტომ ამ კუთხით არ არის დიდი ძვრები. პირიქით, 2012 წელს ცოტა თანასწორობისკენ გადაიხარა 0,1 პუნქტით“.
ირინა გურულის მიერ ნახსენები გაუმჯობესების მიუხედავად, 2012 წელს მაინც გაიზარდა სოციალური დახმარების მიმღები მოსახლეობის რაოდენობა. მაგრამ ეს მონაცემიც არ იძლევა სიღარიბის ამსახველ ზუსტ სურათსო, - აღნიშნავს საქსტატის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე. მისი განცხადებით, სოციალური დახმარების ზრდა ან შემცირება დამოკიდებულია ბიუჯეტის მოცულობის ცვალებადობაზე.
კონკრეტულად იმის დადგენა ქვეყანაში, ვინ არის ღარიბი, ანუ ვის უნდა ეწოდოს ღარიბი, ეს უკვე სტატისტიკოსის საქმე არ არის, იმიტომ რომ, მე შეიძლება ვიღაცასთან შედარებით ღარიბი ვიყო, ვიღაცასთან შედარებით კი – მდიდარი...ზაზა ჭელიძე