როდესაც ყველაფერი ყირამალაა – როდესაც პოლიტიკური ლიდერები ცნობილ მომღერლებს, სპორტსმენებს, მწერლებს და მსახიობებს უსმენენ, პოლიტიკური პარტნიორების ნაცვლად; როდესაც კულმინაციურ მომენტში ლიდერები კათოლიკოს-პატრიარქს გადააბარებენ პოლიტიკური გადაწყვეტილების ტვირთს; როდესაც სამეგობრო წრეში გეგმავენ ამა თუ იმ ნაბიჯს, რომელზეც ათეულათასობით ადამიანის ბედია დამოკიდებული, – ცხადია, იმის მეტი ვერაფერი გვექნება, რაც გვაქვს.